საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
კატეგორია:
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 28/12/2022 - 13/01/2023

Nexia TA საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის – Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში. Nexia-ს ქსელი, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას, წარმოდგენილია მსოფლიოს 122 ქვეყანაში 720-ზე მეტი ოფისით და წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოშიც 2014 წლიდან. Nexia TA აერთიანებს 300-მდე პროფესიონალს და 500-მდე კლიენტს რომლებიც ყოველდღე ადგილზე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად.

 

Nexia TA-ს ცოცხალი და დინამიური გუნდი ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებით და ცოდნით.

 

Nexia TA აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

 

თუ ხართ კომუნიკაბელური, გიყვართ სხვების დახმარება და მათზე ზრუნვა, შეგიძლიათ სხვადასხვა ინფორმაციის მარტივად დამუშავება და რეაგირების მოხდენა, მაშინ ჩვენ შენ გეძებთ!

 

ჩვენ გვჭირდება შენი მხარდაჭერა:

  • ყოველდღიურ საქმიანობაში;
  • შეხვედრების ორგანიზებაში;
  • კორესპონდენციის წარმოებაში;
  • ოფიციალური მეილის მართვაში;
  • შესყიდვების უზრუნველყოფაში;

 

ჩვენ დაგახვედრებთ მეგობრულ გარემოს და ჩვენც ვიზრუნებთ შენზე!

 

სამუშაო გრაფიკი: 09:30-18:00 საათი

სამუშაო ადგილი: მ.ალექსიძის N12, „ქინგ დევიდის“ ბიზნეს ცენტრი

 

თუ ფიქრობ რომ შენთვის კომფორტული იქნება ჩვენთან თანამშრომლობა, გთხოვთ, რეზიუმე (CV) გამოგვიგზავნო ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge და წერილის სათაურში ("subject") მიუთითო დასახელება - „ოფისის მენეჯერი“.

 

გისურვებთ წარმატებას!