Nexia TA საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის – Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში. Nexia-ს ქსელი, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას, წარმოდგენილია მსოფლიოს 122 ქვეყანაში 720-ზე მეტი ოფისით და წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოშიც 2014 წლიდან.
Nexia TA აერთიანებს 300-მდე პროფესიონალს და 500-მდე კლიენტს რომლებიც ყოველდღე ადგილზე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia TA-ს ცოცხალი და დინამიური გუნდი ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებით და ცოდნით.
Nexia TA აცხადებს ვაკანსიას იურიდიულ დეპარტამენტში(საკონსულტაციო მიმართულება) უმცროსი იურისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
• სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება;
• მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ხელშეკრულების პროექტის მომზადება;
• მოწოდებული ხელშეკრულების პროექტის სამართლებრივი ანალიზი;
• მიღება-ჩაბარების, შეთანხმების აქტების, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის და ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აქტების მომზადება;
• კომპეტენციის ფარგლებში შემოსულ წერილებსა და საპასუხო წერილის პროექტის მომზადება;
• ორგანიზაციის ინტერესების დაცვის მიზნით მინდობილობების, სარჩელების, შესაგებლების, შუამდგომლობების, საჩივრებისა და სხვა პროცესუალური აქტების მომზადება;
• იურიდიული დოკუმენტაციის დახარისხება და რეგისტრაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი იურიდიული განათლება ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
• კორპორატიულ იურისტად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
• სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა;
• საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• ანალიტიკური აზროვნება;
• გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე(CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „უმცროსი იურისტი".