საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

SMEDA (მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია) აცხადებს სტაჟირებას ასოციაციის წევრებთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე.

 

SMEDA არის პირველი ციფრული ასოციაცია საქართველოში (https://www.sme.org.ge/)

 

SMEDA წამოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ, დამოუკიდებელ არაკომერიცულ ორგანიზაციას, რომლის მიზანია იზრუნოს და ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნენის (SME) ზრდას და განვითარებას.

 

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

 ასოციაციის წევრებთან ურთიერთობის სტრატეგიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა პასუხიმგებელ პირებთან ერთად;

 ასოციაციის არსებულ და პოტენციურ წევრებთან აქტიური კომუნიკაციის წარმოება;

 ასოციაციის არსებული და პოტენციური წევრების მოთხოვნების იდენტიფიცირება და მათ საჭიროებებზე მორგებული სამოქმედო გეგმის შემუშავება და აღსრულება;

 ასოციაციის წევრებისგან უკუკავშირის მიღება, ანალიზი და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრაზე ზრუნვა;

 ივენთების ორგანიზებაში ჩართულობა საჭიროებების შესაბამისად;

 რეპორტინგის წარმოება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 ბიზნესის ადმინისტრირების ან მასთან მონათესავე პროფესიის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;

 სასურველია გაყივდების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

 

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი

სამუშაო საათები: 10:00-19:00

ანაზღაურება განიხილება ინდივიდუალურად.

 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმეელფოსტაზე: career@loialte.com.ge

 

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და ვაკანსიის ადგილმდებარეობა.

 

გისურვებთ წარმატებას!