საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 11/01/2023 - 27/01/2023

„ლოიალტე“ აცხადებს   სტაჟირებას იურიდიულ დეპარტამენტში.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საქმის წარმოების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის (ხელშეკრულებების, სარჩელების, საჩივრების, აქტების, დასკვნების, განცხადებების და სხვა) შედგენასა და განხილვაში აქტიური მონაწილეობა.
  • კომპანიისა და მისი შვილობილი კომპანიების სამართლებრივი უზრუნველყოფისათვის საჭირო სხვა სამუშაოების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის ჩართულობით.
  • დოკუმენტაციის აღრიცხვა და დაარქივება;
  • დეპარტამენტის მიმდინარე სხვადასხვა საქმეების მართვაში მონაწილეობის მიღება.

 

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის კარგ დონეზე ცოდნა

 

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა, შრომისმოყვარეობა;
  • გამართული მეტყველების და პრეზენტაციის უნარი;
  • დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დროის მენეჯმენტი.

 

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00-19:00
 

თანამშრომლობის შემთხვევაში “ლოიალტე” იზრუნებს სტაჟიორის პიროვნულ ზრდასა და განვითარებაზე და უზრუნველყოფს მას საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით.

 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: career@loialte.com.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "ლოიალტე"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "ლოიალტე"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "ლოიალტე"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოხსენებული ფორმით.

 

წარმატებას გისურვებთ !