საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია ინექს გრუპი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე.

 

ინექს გრუპი არის საერთაშორისო  გადამზიდავი კომპანია, რომელიც   ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების ,   პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა   და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან:  ამერიკიდან,   ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან,  ჩინეთიდან და სხვა.  ინექს გრუპი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

სამუშაო ადგილი:  თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული

 

სავალდებულო მოთხოვნები:

  • განათლება ეკონომიკის, ფინანსების სფეროში;
  • ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • საბუღალტრო  პროგრამა "ორის ბუღალტერიაში " მუშაობის ცოდნა.
  • სავალდებულოა ინგლუსური ენის კარგად ცოდნა.

 

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა;
  • კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (Word, Excel, Internet.);

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ სივი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: n.abramidze@inex.ge 2023 წლის 11 თებერვლამდე.

 

სათაურში მიუთითეთ პოზიცია „ბუღალტრის ასისტენტი“, წინააღმდეგ შემთხვევაში, სივი ვერ განიხილება.

 

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

 

კომპანია „ინექს გრუპი“ გისურვებთ წარმატებას!