საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„მიმინო კავკასიაში“ შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით აქტიურად ოპერირებს ბაზარზე უკვე 10+ წელია და მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან ტურისტულ პაკეტებს, მათ შორის კომბინირებულ ტურებს კავკასიის რეგიონის მასშტაბით.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პარტნიორი კომპანიების მოძიება და მათთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • საზღვარგარეთ ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის მიღება;
  • პარტნიორის მოთხოვნებისა და მოლოდინების სწორად იდენტიფიცირება, მოთხოვნის დამუშავება და პროდუქტების განყოფილებასთან მუდმივი კოორდინაცია;
  • ბაზრის განსავითარებლად საჭირო ინიციატივების გამოჩენა (სერვისთან თუ პროდუქტთან მიმართებაში) და გეგმა-სტრატეგიის დასახვა შედეგების მისაღწევად;

 

ძირითადი მოლოდინები აპლიკანტის მიმართ:

  • პრიორიტეტულია 3- 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება გიდის, ან შემომყვანი ტურ-მენეჯერის პოზიციაზე;
  • აუცილებელია გერმანული ენის სრულყოფილად, მაღალ დონეზე ცოდნა;
  • გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული;
  • ინიციატივიანი;
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;

 

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურება ყოველწლიური გაუმჯობესებით;
  • ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
  • საკომუნიკაციო ხარჯები - ულიმიტო;
  • სხვადასხვა სახის აქტივობები გუნდის შესაკავშირებლად (Team Building Activities);
  • შვებულების 28 დღე;
  • პროფესიული ზრდა - პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ტრენინგ კურსები, მოწვეულ ტრენერებთნ ერთად;

 

თუკი დარწმუნებული ხართ, რომ ტურიზმი თქვენი სფეროა და ეფექტური კომუნიკაცია თქვენი ძლიერი მხარე, მოუთმენლად ველოდებით თქვენს გაცნობას: vacancy@miminotravel.com

 

მადლობა ჩვენი გუნდის წევრობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!