საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
კატეგორია:
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 15/01/2023 - 31/01/2023

ტურისტული კომპანია  „მიმინო კავკასიაში“  ეძებს გერმანულენოვან ასისტენტს.

 

„მიმინო კავკასიაში“ შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით აქტიურად ოპერირებს ბაზარზე უკვე 10+ წელია და მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან ტურისტულ პაკეტებს, მათ შორის კომბინირებულ ტურებს კავკასიის რეგიონის მასშტაბით.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროგრამების კატალოგზე მუშაობა გუნდის სხვა წევრებთან ერთად;
  • ბაზაზე მუშაობა: ახალი კომპანიების მოძიება და შესაბამის ბაზაში შეყვანა;
  • საჭიროების შემთხვევაში, პოტენციურ პარტნიორებთან კომუნიკაცია (ტელეფონით, მეილით);
  • პროგრამასთან დაკავშირებულ დოკუმენტებთან (ინვოისი, ვაუჩერი, ტურის დეტალების მოწესრიგება და ა.შ.) მუშაობა;
  • ინფორმაციის დამუშავება: ფრენების სქემის გაკეთება, მენიუს თარგმნა, კომპანიების ვებ. გვერდების  შესწავლა;
  • სხვა დავალებების შესრულება, პოზიციის თავისებურებებიდან გამომდინარე.

 

ძირითადი მოლოდინები აპლიკანტის მიმართ:

  • პრიორიტეტულია 0.5-1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, პრაქტიკები, ან სტაჟირება ტურიზმის სფეროში;
  • აუცილებელია გერმანული ენის გამართულად ცოდნა;
  • გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული;
  • ინიციატივიანი;
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;

 

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურება ყოველწლიური გაუმჯობესებით;
  • ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
  • საკომუნიკაციო ხარჯები - ულიმიტო;
  • სხვადასხვა სახის აქტივობები გუნდის შესაკავშირებლად (Team Building Activities);
  • შვებულების 28 დღე;
  • პროფესიული ზრდა - პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ტრენინგ კურსები, მოწვეულ ტრენერებთნ ერთად;

 

  • თუკი დარწმუნებული ხართ, რომ ტურიზმი თქვენი სფეროა და ეფექტური კომუნიკაცია თქვენი ძლიერი მხარე, მოუთმენლად ველოდებით თქვენს გაცნობას: vacancy@miminotravel.com

 

მადლობა ჩვენი გუნდის წევრობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!