საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვაკანსია: კომპანია PKF Kaizen-ი აცხადებს ვაკანსიას საგადასახადო და საბუღალტრო მომსახურების დეპარტამენტში

 

კატეგორია: ტრენინგი და ანაზღაურებადი სტაჟირება

 

საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 10/01/2023 - 01/02/2023

 

PKF Kaizen-ი საქართველოში წარმოადგენს აუდიტსა და საკონსულტაციო სფეროში მოღვაწე გლობალური ქსელი PKF International-ის (www.pkf.com) იურიდიულად დამოუკიდებელ სრულუფლებიან წევრს, რომელიც საქართველოში მოღვაწეობს 2000 წლიდან. PKF International-ი თავისი გლობალური ქსელის მეშვეობით, რომელიც მოიცავს 220 წევრს, ოპერირებს მსოფლიოს 150 ქვეყანაში.

 

ტრენინგი

შერჩეული კანდიდატები საწყის ეტაპზე გაივლიან 2.5 თვიან (კვირაში 2 ლექცია) სრულ  კურსს საქართველოს საგადასახადო კოდექსში. კურსის ფარგლებში კანდიდატები დაწერენ 4 ტესტს. ტრენინგის ადგილი - ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი №116 - დიდუბე პლაზა.

 

სტაჟირება

საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატებს კომპანია მიიღებს 6 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებაზე. კომპანიისთვის ტრენინგის და სტაჟირების მიზანს წარმოადგენს კანდიდატებთან ხანგრძლივი თანამშრომლობა. 

სტაჟირების სამუშაო გრაფიკი - სრული (ორშაბათი-პარასკევი, 9:30-18:30, შესვენება 1 საათი)

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი №116 - დიდუბე პლაზა

 

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის დიპლომი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების (ბუღალტრული/ფინანსური აღრიცხვა, აუდიტი) მიმართულებით;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • Microsoft Office-ის პროგრამების (Excel, Word) საშუალო დონეზე ცოდნა.

 

ძირითადი პიროვნული უნარები და თვისებები:

  • პროფესიასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციასთან (კანონები, ინსტრუქციები, ბრძანებები, სტანდარტები და ა.შ.) და საბუღალტრო და ბიზნეს პროცესების აღრიცხვის პროგრამებთან გულმოდგინედ, სიღრმისეულად და ამომწურავად მუშაობის სურვილი/უნარი/ნებისყოფა;
  • თვითგანვითარებაზე ზრუნვის სურვილი/უნარი/ნებისყოფა;

 

სტაჟირებისას შესაძლებლობას გაძლებთ:

უშუალოდ ჩაერთოთ და მიიღოთ მონაწილეობა რეალურად მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების:

  • ოპერაციების საგადასახადო დაგეგმვაში;
  • საგადასახადო მიმოხილვის (აუდიტის) პროცესში;
  • ბუღალტრული აღრიცხვის განხორციელებაში;
  • შემოსავლების სამსახურში წარსადგენი დეკლარაციების/გაანგარიშებების შედგენაში;
  • „ფეიროლ“ სერვისებთან დაკავშირებულ ოპერაციებში;

 

გპირდებით:

კომპანიაში დანერგილი განვითარების შესაბამისი ეტაპების გავლის და ხელმძღვანელის მიერ გაცემული მითითებების გულმოდგინედ შესრულების შემთხვევაში, 7 თვიდან 24 თვის პერიოდში (დამოკიდებულია ინდივიდის განვითარების უნარზე და შესაძლებლობაზე):

  • დაეუფლებით სხვადასხვა სფეროში მოღვაწე სამეურნეო სუბიექტების საგადასახადო მიმოხილვის (აუდიტის) მეთოდოლოგიას;
  • შეძლებთ ანალიზი გაუკეთოთ და შეაფასოთ ადგილობრივ და საერთაშორისო ოპერაციებთან დაკავშირებული საგადასახადო რისკები;
  • განახორციელებთ კომპანიის/ების სამეურნეო ოპერაციების ბუღალტრულ აღრიცხვას და შემოსავლების სამსახურში წარსადგენი დეკლარაციების/გაანგარიშებებს მომზადებას;
  • მიიღებთ მნიშვნელოვან ცოდნას საქართველოში მოქმედ ყველა გადასახადთან და შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირებას დაქვემდებარებულ მოსაკრებლებთან დაკავშირებით;

 

შეძლებთ III  და IV ზომითი კატეგორიის სუბიექტების ფინანსური ანგარიშგების მომზადებას.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) 2023 წლის 01 თებერვლამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: pkf@pkfgeorgia.com და Irakli.kharchilava@pkfgeorgia.com და სათაურის ველში მიუთითეთ „Tax&Accounting”.

 

კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ - მობ.: 595 11 49 19.

 

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს ფი ქეი ეფ კაიზენის (ს/კ: 205198212) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.