საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 17/01/2023 - 05/02/2023

პოზიციის დასახელება: სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ გამოგონების და ახალი ჯიშების დეპარტამენტის სტაჟიორი

 

სტაჟიორთა რაოდენობა: 10

სტაჟირების ადგილმდებარეობა: საქპატენტის სათავო ოფისი, ქ. მცხეთა, ანტიოქიის ქ. N5

ანაზღაურება: 600 ლარი (დარიცხული)

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკის გაცნობა;
  • დეპარტამენტის უფროსის მითითებით და მენტორის (სტაჟირების ხელმძღვანელი) მეთვალყურეობით გამოგონებებთან და საპატენტო განაცხადებთან დაკავშირებული კონკრეტული დავალებების შესრულება, მათ შორის:
  1. წინასწარი საპატენტო ძიების ჩატარება, ტექნიკის დონის ანალიზი, პატენტუნარიანობის წინასწარი შეფასება;
  2. საპატენტო განაცხადებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად საქმის წარმოებაში მონაწილეობა (საპატენტო ძიების ჩატარება, ტექნიკის დონის ანალიზი, პატენტუნარიანობის შეფასება);
  • ტრენინგებში და სემინარებში მონაწილეობა;
  • კომპეტეციის ფარგლებში ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია კანდიდატი იყოს მინიმუმ III - IV კურსის სტუდენტი (საბუნებისმეტყველო  ან საინჟინრო მიმართულებით: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მედიცინა, კომპიუტერული და საინფორმაციო მეცნიერებები/მათემატიკა, მექანიკური ინჟინერია, სამშენებლო ინჟინერია, ელექტრო და ელექტრონული ინჟინერია, კომპიუტერული ინჟინერია, აგრარული მეცნიერებები, საკვები და სასმელი პროდუქტები) და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%);
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (B1 დონე), სასურველია დარგობრივი ინგლისურის ენის ცოდნა;
  • სასურველია გერმანული, ფრანგული ან რუსული ენის ფლობა;
  • აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (იგულისხმება მინიმუმ 2 საოფისე კომპიუტერული პროგრამის კარგად ფლობა).

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • ლოგიკური აზროვნება;
  • კეთილგანწყობა;
  • მოტივირებულობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

 

დამატებითი ინფორმაცია:

  • სტაჟირების პროცესი მოიცავს ინტენსიურ სატრენინგო კურსს, რომლის დროსაც სტაჟიორები პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, შეიძენენ თეორიულ ცოდნას შესაბამის დარგში;
  • ანაზღაურებადი სტაჟირება შეიძლება გაგრძელდეს ერთ წლამდე ვადით.

 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე employment@tsu.ge 2023 წლის 5 თებერვლამდე.