საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სს „საქართველოს ბანკის“ ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტი აცხადებს სტაჟირებას საოპერაციო პერსონალის შერჩევის და მოზიდვის გუნდში.

 

სტაჟრების პროგრამა მოიცავს:

არსებულ და პოტენციურ კანდიდატებთან კომუნიკაცია;

კანდიდატების მონაცემების დამუშავება და ვაკანტური პოზიციასთან შესაბამისობის დადგენა;

არსებული ბაზების დამუშავება და დახარისხება;

ტალანტების შერჩევის პროცესის ორგანიზება და მხარდაჭერა;

ტალანტების მოზიდვის სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართულობა, დაგეგმვის პროცესში მხარდაჭერა;

 

სასურველი კანდიდატის პროფაილი:

ვეძებთ ენერგიულ, კეთილგანწყობილ, ღია და უშუალო კანდიდატს, რომელიც ორიენტირებულია პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე, არის ღია და უშუალო.

მოტივირებულია და აქვს მზაობა აქტიურად ჩაერთოს ტალანტების მოზიდვის, შერჩევის პროცესში

•           შეუძლია რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულება და მართვა;

•           აქვს კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი (როგორც წერითი, ასევე ვერბალური);

•           აფასებს კონფიდენციალობის დაცვას.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 29 იანვარი, 2023.