საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
კატეგორია:
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 26/10/2020 - 26/11/2020

ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის!

ჩვენ ვაცხადებთ სტაჟირებას საკრედიტოს მიმარულებით თბილისსა და რეგიონებში!

ვიწვევთ ყველა მონდომებულ და მოტივირებულ ახალგაზრდას.

სტუდენტებს ვთავაზობთ მოქნილ გრაფიკს.

სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდგომ, თქვენ გახდებით ჩვენი გუნდის წევრი!

შერჩეული კანდიდატები გაივლიან ერთ თვიან ტრეინინგის თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას (ქალაქის და რეგიონის ჭრილში)  შემდეგ საკითხებში:

  • ახალი კლიენტების მოზიდვა;
  • მომხმარებლებისათვის ბანკის საკრედიტო და სხვა საბანკო პროდუქტების პრეზენტაცია;
  • მომხმარებლის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი, საკრედიტო განაცხადის მომზადება, კომიტეტზე  წარდგენა;
  • სესხის დოკუმენტირება და გაცემა; 
  • საკრედიტო პორტფელის მართვა;
  • პერიოდული რეპორტინგი მენეჯმენტთან.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (არა სავალდებულო). სასურველი ფაკულტეტები: მათემატიკა, ფიზიკა, ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) - საბაზისო ცოდნა;

აუცილებელი ცოდნა და უნარები: 

  • მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
  • კარგად განვითარებული წერითი და ვერბალური კომუნიკაციური უნარები; დარწმუნების, მოლაპარაკების ეფექტურად დასრულების უნარი;
  • ენერგიულობა, მოტივირებულობა მიზნის მიღწევაზე, გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი; მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი.
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ, ემოციური წონასწორობა, შედეგზე ორიენტირებულობა და პრინციპულობა.
  • შერჩევის კრიტერიუმი: კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე, ტერიტორიული ერთეულის მიხედვით.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@libertybank.ge  

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ  პოზიცია და კონკრეტული ქალაქი/რაიონი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.