საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
კატეგორია:
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 26/10/2020 - 26/11/2020

ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის!

ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას Digital კონსულტანტის პოზიციაზე.

ვიწვევთ ყველა მონდომებულ და მოტივირებულ ახალგაზრდა!

ადგილმდებარეობა - თბილისი და რეგიონები.

სამუშაო გრაფიკი : სტუდენტებზე მორგებული სრული და არასრული 4 საათიანი სამუშაო გრაფიკი.

ჩვენ ვიწვევთ სამუშაოდ სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს; ასევე კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდებს.

Digital კონსულტანტის პოზიცია ბანკში დასაქმების პირველი და მნიშვნელოვანი ეტაპია, რაც ლიბერთიში რეალური კარიერული წინსვლის პირობაა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული/დამამთავრებელი კურსის/ მაგისტრატურის სტუდენტები;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა და გამართული მეტყველება;
  • მნიშვნელოვანია უცხო ენების: ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) ცოდნა.

ძირითადი ფუნქციები:

  • მომხმარებელთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
  • მომხმარებელთა დახმარება ავტომატიზირებულ სისტემებთან მუშაობისას: რიგის მართვის სისტემა, სწრაფი გადახდის აპარატები და ბანკომატები;
  • თითოეულ შემოსულ მომხარებელთან კომუნიკაცია; მოთხოვნების განსაზღვრა და მათთვის საორიენტაციო სამსახურის გაწევა: გადამისამართება, მარშრუტის განსაზღვრა;
  • მომხმარებელთათვის პირველადი კონსულტაციის გაწევა: მათთვის სასურველ სერვისთან დაკავშირებული აუცილებელი პროცედურების განმარტება. სერვისის პირობების და ვადების განმარტება;
  • შესთავაზოს კლიენტებს საბანკო პროდუქტები და განახორციელოს კლიენტთა შეუფერხებელი და დროული მომსახურება;
  • დაიცვას ბანკთან და კლიენტთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა;

პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • მომხმარებელთა ეფექტურად და თავაზიანად მომსახურების უნარ-ჩვევები;
  • ლოგიკური აზროვნებისა და მსჯელობის უნარი;
  • გამართული მეტყველება;
  • გუნდურობა;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@libertybank.ge  

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ  პოზიცია და კონკრეტული ქალაქი/რაიონი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.