საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კომპანია BDO Digital აცხადებს ვაკანსიას ბალანსის ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე

 

BDO Digital არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO -ს შვილობილი კომპანია.  BDO-ს ციფრული მიმართულება 2004 წლიდან ქართულ კომპანიებს ციფრული ტრანსფორმაციის სრულ საკონსულტაციო და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს სთავაზობს. გუნდი 100-მდე გამოცდილ თანამშრომელს აერთიანებს, მათ შორის მონაცემთა მეცნიერებს, პროგრამისტებს, კიბერუსაფრთხოების სერტიფიცირებულ ოფიცრებსა და ინდუსტრიის სხვა სპეციალისტებს. 
BDO Digital -ს ლოკალური გამოცდილებითა და BDO-ს გლობალური ქსელის მხარდაჭერით 16 წლის მანძილზე საქართველოს ბაზარზე 700 -ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული.

 

თუკი თქვენი მიზანია შეიძინოთ ცოდნა საქართველოში მიმდინარე ბიზნეს-პროცესების შესახებ და გსურთ, თანამედროვეობის გამოწვევებს გაუმკალავდეთ ტექნოლოგიების გამოყენებით და განივითაროთ მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ დროის სწორად მართვაში, ბიზნეს ურთიერთობების წარმატებით წარმართვაში და პრობლემის ოპტიმალური გადაწყვეტის მიღებაში, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვის არის. 

 

BDO Digital-ის გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს. მუდმივ სწავლებასა და განვითარებას, როგორც უშუალოდ სამუშაო პროცესში, ასევე ბიდიო აკადემიის ტრენინგებით. 

 

ვაკანსიის დასახელება - ბალანსის ტექნიკური სპეციალისტი

 

სამუშაო საათები - სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი, 09:00 – 18:00

 

    ფუნქცია/მოვალეობები:

•    ოპერაციული სისტემების, პროგრამული პროდუქტების ინსტალაცია, მათ შორის 1C პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია ლოკალურ, კლეინტის სერვერულ და ქლაუდ გარემოში.
•    ინსტალირებული ოპერაციული სისტემების  და გარემოს მოვლა, მართვა და მონიტორინგი . მართვის  პროცესის  სტრუქტურლად  სწორად გაწერა.
•    აპლიკაციისა და SQL სერვერების პროაქტიური მონიტორინგი;
•    დეველოპერებისა და სხვა IT გუნდთან მუდმივი კომუნიკაცია იდენტიფიცირებული მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად , შესასრულებელი სამუშაოების დეტალურად განსაზღვრა და მართვა.
•    მომხმარებლებთან კომუნიკაცია, კონსულტაციის გაწევა საჭიროების შემთხვევაში ტექნიკურ დეტალებზე და მომხმარებელების გარემოში სისტემების ინსტალაცია, მათ შორის 1C პროგრამული უზრუნველყოფის;
•    სარეზერვო ასლების შენახვისთვის საჭირო პოლიტიკის გაწერა და გახორციელება, მონიტორინგი.
•    პროცესის ავტომატიზაციისთვის საჭირო  სისტემების  ამუშავება.
 
  მოთხოვნები:
•    სისტემურ ინჟინერად(ადმინისტრატორად) მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდიილება;
•    MS Windows სერვერებთან მუშაობის გამოცდილება, მონიტორინგის სისტებემებთან მუშაობის გამოცდილება;
•    უპირატესად ჩაითვლება 1C პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკურ ცოდნა  და მუშაობის გამოცდილება;
•    უპირატესად ჩაითვლება Linux ოპერაციულ სისტემასთნ მუშაობის გამოცდილება;
•    Web  სერვერებთან მუშაობის გამოცდილება; (apache; IIS ).

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge . გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ ბალანსის ტექნიკური სპეციალისტი. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 13.11.2020 

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.


ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის  აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.