საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

SHOP.GE წარმოადგენს ონლაინ მაღაზიასა და ონლაინ სივრცეს, სადაც კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს აქვთ შესაძლებლობა განათავსონ განცხადება მათი პროდუქციის შესახებ.

 

ჩვენ არ ვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას და გაძლევთ შანსს, რომ კარიერის შექმნა ჩვენს კომპანიაში დაიწყოთ.

 

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ვაკანსიის სამუშაო აღწერილობას, მოთხოვნებსა და პირობებს.

 

სამუშაოს აღწერა:

  • კლიენტებთან და მომხმარებლებთან დარეკვა
  • კლიენტებისთვის/მომხმარებლებისთვის პროდუქტების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება
  • განცხადებების განთავსება ვებ გვერდზე;
  • ახალი კლიენტების მოზიდვა.

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Word, Excel, Outlook, Internet);
  • ენების ცოდნა: ქართული; რუსული -სასურველია; ინგლისური - სასურველია

 

პიროვნული თვისებები:

  • აქტიურობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • კარგი პრეზენტაციის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • სირთულეების დაძლევის უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • საქმეზე ორიენტირებულობა.
  • დამატებითი ინფორმაცია:
  • სამუშაო განრიგი: ორშაბათი -პარასკევი 09:30-18:30

 

კანდიდატები გაივლიან ერთი კვირიდან ორ კვირამდე სწავლების პერიოდს.

 

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და დაინტერესდით გამოცხადებული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ. ფოსტის მისამართზე: project19@hr.ge

 

გისურვებთ წარმატებებს!