საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მართვის საკონსულტაციო ჯგუფი ეძებს გუნდის ახალ წევრს დამწყები ფინანსური აუდიტორის პოზიციაზე

 

ვაკანსიის დასახელება: დამწყები ფინანსური აუდიტორი

ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ფინანსური აუდიტის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
  • აუდიტორული მტკიცებულებების შექმნა/მოპოვება;
  • აუდიტის გეგმით განსაზღვრული დავალებების შესრულება;
  • შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება აუდიტის მიზნებისთვის;
  • აუდიტის მიმდინარეობის შესახებ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ფინანსების მიმართულებით დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
  • სასურველია მცირე სამუშაო გამოცდილება ფინანსური აუდიტის მიმართულებით;
  • სასურველია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ბაზისური ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ფინანსური აუდიტის მიმართულებით პროფესიული განვითარების ინტერესი და სურვილი;
  • დეტალებზე ორიეტირებულობა; მჭიდრო ვადებში მუშაობის შესაძლებლობა;

 

რას გთავაზობთ:

პროფესიული ზრდა და განვითარება არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს თანამშრომლებს, დასაქმების პირველი დღიდან ჩართული იქნებით მიმდინარე ფინანსური აუდიტის პროექტებში და გექნებათ საშუალება გამოცდილი მენტორების დახმარებით შეისწავლოთ ფინანსური აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ჩატარება.

 

გარდა ამისა, კომპანიას აქვს კონკურეტული პირობები და კარგი სამუშაო გარემო და კვალიფიციური გუნდი, ოფისი მდებარეობს სპორტის სასახლესთან.

 

ანაზღაურება სრული სამუშაო განაკვეთის შემთხვევაში 500 ლარი საგამოცდო ვადის განმავლობაში.

 

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ, შეგიძლიათ მოიძიოთ ვებ-გვერდზე:  https://mcgaudit.ge/

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, 10 აპრილამდე გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  hr@mcgaudit.ge    

 

ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის.

 

მართვის საკონსულტაციო ჯგუფი მადლობას უხდის ყველა აპლიკანტს დაინტერესებისათვის, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.