საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფინანსთა სამინისტროს აკადემია დასაქმების ხელშეწყობისთვის ახორციელებს უსასყიდლო ტრენინგ პროგრამას სტუდენტებისთვის: ფინანსების მართვის პრინციპები კერძო სექტორში
სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს შესძინოს ცოდნა სამეწარმეო სუბიექტებში ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ, პრაქტიკული მაგალითებისა და ქეისების საშუალებით გაიღრმავონ ცოდნა ისეთ თემებში, როგორიცაა:

კანონი მეწარმეთა შესახებ
ბუღალტრული აღრიცხვა სამეწარმეო სუბიექტებში (ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით)
საგადასახადო კანონმდებლობა
Ms. Excel - დონეების მიხედვით  
 
თითეული მოდულის დასრულების შემდეგ ტარდება გამოცდა, და მიღებული შედეგების საფუძველზე მსმენელი იღებს შესაბამისი ხარისხის სერტიფიკატს.

ჯგუფში განსაზღვრულია 16 მსმენელის შერჩევა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ფინანსური, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკური მიმართულების ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის ან სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.

კურსი ჩატარდება დისტანციურად, zoom.us პლატფორმაზე.


წინაპირობა:

ფინანსური აღრიცხვის და  კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნა.


განრიგი:

დღეები:  ორშაბათი, ოთხშაბათი პარასკევი
საათი: 18:30- 21:30
4 დეკემბერი  – 28 დეკემბერი (პირველი ეტაპი)
14 იანვარი - 30 მარტი (მეორე ეტაპი)
რეგისტრაციის  ბოლო ვადა: 29 ნოემბერი

რეგისტრაციისათვის გადადით აღნიშნულ ბმულზე:

https://forms.gle/bwi1mkNsh64N2VCU7