საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 16/06/2023 - 30/06/2023

სრული განაკვეთი

 

მდებარეობა: თბილისის ფილიალები/სერვის ცენტრები

 

გამოცდილების დონე: არ არის განსაზღვრული

 

ცენტრი: ფილიალი

 

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

 

კომპანიის აღწერა

შექმენი საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად.

 

დღეს თიბისის 7000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ჩვენი კომპანიის მთავარი ძალა  დიდი გუნდია, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს მომხმარებელზე და მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე. გუნდის ათასობით წევრს შორის კი განსაკუთრებული როლი გაქვთ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ყოველდღიურად პირდაპირი კომუნიკაცია გაქვთ მომხმარებელთან. თითოული თანამშრომელი, რომელიც ისმენს ადამიანების აზრს და მათ მოთხოვნილებებს პასუხობს, წარმოადგენს თიბისის.

 

ფილიალები თიბისის მომხმარებელთან შეხვედრის ფიზიკური წერტილებია, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აქვს საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაში. აქ მოსულ ადამიანებს თქვენი სახით ხვდება კეთილგანწყობილი გუნდი, რომელიც ზრუნავს ადამიანებზე და ცდილობს გააბედნიეროს მომხმარებელი.

 

მოლარის პოზიცია შენთვის გარდამავალი ფაზაა შემდგომი განვითარებისკენ.

 

სამუშაოს აღწერა

  • გამოავლენ მომხმარებლის საჭიროებებს
  • შეასრულებ ნაღდი ფულის შესავლის და გასავლის ოპერაციებს ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის
  • შეასრულებ ნაღდი კონვერტაციის ოპერაციებს 
  • აწარმოებ ვალუტის ამოცნობის ოპერაციებს
  • მიიღებ დაზიანებულ ვალუტას შესაბამისი პროცედურის დაცვით

 

კვალიფიკაცია

  • იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • უცხო ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

 

ველოდებით  გამოხმაურებას თუ:

  • ხარ საქმეზე კონცენტრირებული და შეგიძლია მაქსიმალური სიზუსტით შეასრულო დავალება
  • შენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა
  • გაქვს განვითარების მოტივაცია და ხარ შედეგებზე ორიენტირებული

 

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელსაც არ ეშინია შეცდომების და ინოვაციურად აზროვნებს. თიბისი ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად.

 

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.



სს "თიბისი ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998;



დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული