საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE, პარტნიორი საერთაშორისო ბანკისთვის “ხალიკ ბანკი”, აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური ოპერატორის პოზიციაზე.

 

  • ვაკანტური პოზიციის დასახელება: უნივერსალური ოპერატორი
  • ადგილმდებარეობა: თბილისი
  • სფერო: საბანკო
  • სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი (ორშ-პარ 09:45 - 17:45, შაბათი 09:45-14:00)
  • დარიცხული ანაზღაურება: 900 ლარი

 

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ცოდნა:

• აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს ეფექტური კომუნიკაციის უნარი

• სასურველია კანდიდატს ჰქონდეს საბანკო პროდუქტების მიმართ ინტერესი და ბანკში კარიერის გაგრძელების სურვილი

• მნიშვნელოვანი კანდიდატი ფლობდეს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს

• განიხილებიან მე-3, მე-4 კურსის სტუდენტები, რომელთაც აქვთ სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა

 

ვაკანტური პოზიციის ძირითადი სამუშაო აღწერა:

• თანხის შემოტანა/განაღდება/გადარიცხვა (მათშორის ერთჯერადი გადარიცხვები);

• ფულადი გზავნილების სისტემით ოპერაციების განხორციელება;

• ვალუტის გაცვლითი ოპერაციების განხორციელება;

• მომხმარებლების ანგარიშების ამონაწერების დადგენილი პროცედურის შესაბამისად მომზადება;

• მომხმარებლებისთვის ბანკის პროდუქტების შეთავაზება და კონსულტირება;

• სწორი გადამისამართება მომხმარებლის მოთხოვნებისა და კმაყოფილების მიზნით.

 

პიროვნული უნარები:

• გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი

• ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი

• დროის ეფექტური მენეჯმენტი, ორგანიზებულობა

• პასუხისმგებლობის გრძნობა

• გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ

 

დამატებითი ინფორმაცია და ბენეფიტები:

• კორპორატიული ტელეფონი

• სასაუბრო ლიმიტი

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე s.chkhartishvili@hrspace.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 511 109 601

 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ რეზიუმეს წარდგენა გულისხმობს, პერსონალური მონაცემების შპს "ეიჩარ სფეისისთვის" გადაცემას და თანხმობის განცხადებას აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის თაობაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.

 

გისურვებთ წარმატებას!