საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტაჟირებისას შეისწავლით და ჩაერთვებით შემდეგ პროცესებში:

  • სამშენებლო პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ყველანაირი ხარჯის წინასწარი განსაზღვრა
  • პროექტის ხარჯების ბიუჯეტთან შესაბამისობაში მოყვანის უზრუნველყოფა
  • ობიექტებზე ხარჯების კონტროლის, შემცირებისა და მართვისთვის საჭირო ერთიანი და ეფექტიანი სისტემის შემუშავება და დანერგვა
  • მოსალოდნელი საჭიროებებისა და გადახრების დროულად აღმოჩენა და პრევენციის უზრუნველყოფა
  • სამუშაოს წარმოდგენილი მოცულობების მიხედვით ხარჯების კომპონენტების განსაზღვრის ორგანიზება და მოცულობების დაზუსტება
  • ფასების მოძიება და გადამოწმება აქტუალური ფასების დასადგენად დაგეგმილი მშენებლობის სავარაუდო ხარჯების დასათვლელად
  • ხარჯთაღრიცხვის მომზადება დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოებისთვის, ასევე სავარაუდო ხარჯთაღრიცხვის მომზადება ჯერ კიდევ წინასწარი ანალიზის ან პროექტის მომგებიანობის შეფასებისთვის
  • მიმდინარე პროექტების ფინანსური გეგმიდან გადახრის შემთხვევებში მიზეზების დეტალური ანალიზი

 

სტაჟირებისთვის სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება: უმაღლესი, მათემატიკის ან სამშენებლო-საინჟინრო მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული

 

სასურველი ცოდნა და უნარები:

  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია);
  • MS Office Programs;
  • სიზუსტე - ყურადღება დეტალების მიმართ;
  • უწყვეტ სწავლაზე და განვითარებაზე ორიენტირება;
  • შედეგზე ორიენტირება;
  • გუნდურობა;
  • ენერგიულობა;
  • გაურკვევლობებთან გამკლავება;
  • დროის, პრიორიტეტების ეფექტიანად განაწილების უნარი - მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა;
  • პროცესების სრულყოფისკენ სწრაფვა;
  • ჯანსაღი გარემოს მხარდაჭერა - ხელმისაწვდომობა, ღია და მეგობრული კომუნიკაცია, შეხედულებების ღიად გამოთქმა.

 

სტაჟირების პერიოდი: 6 თვე

 

სტაჟირების ადგილმდებარეობა: ვაკე, კავსაძის ქ. #3, დომუსის ოფისი.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე/CV ელ. ფოსტის მისამართზე career@domusi.com განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30/06/2023. გთხოვ, ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 

დომუსი გისურვებს წარმატებას!