საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ძირითადი მოვალეობები:

  • ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორებისა და შენახვის სამსახურის კლიენტებთან  და კონტრაგენტებთან ურთიერთობა ტრანზაქციების ჭრილში;
  • საერთაშორისო და ლოკალური ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე დადებული გარიგებების ინსტრუქციების მიღება, ოპერაციის დამუშავება და მომხმარებლებზე შესაბამისი შეტყობინებების გაგზავნა;
  • ხაზინის დეპარტამენტის მიერ დადებული სახაზინო ოპერაციების ანგარიშსწორება და შეტყობინებების გაგზავნა;
  • უნაღდო ანგარიშსწორება და კონვერტაციები ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში;
  • სავალდებულო და არასავალდებულო კორპორატიული ქმედებების მართვა - ინფორმაციის მოძიება და შეტყობინებების გაგზავნა, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ბანკის საკუთარ პორთფელში არსებული ფასიანი ქაღალდებისთვის;
  • საერთაშორისო სადეპოზიტო სერთიფიკატების კუპონის გადახდასთან და დაფარვასთან დაკავშირებული პროცესის კონტროლი;
  • ბანკის საკუთარი პორთფელის ოპერაციების კონტროლი და დამუშავება, გაუქმება;
  • ფულადი სახსრების ნაშთების კონტროლი და რეკონსილაცია;
  • ბანკის მომხმარებლების დავალების მიღება ლოკალურ სავალო ფასიანი ქაღალდის შეძენაზე, გარიგების ბლუმბერგის სისტემაში შეყვანა;
  • Net Asset Value (NAV) დათვლა, მანდატების კონტროლი ეროვნულის მიერ დადგენილი კანონმდებლობით, ან საინვესტიციო დოკუმენტის მიხედვით;
  • ფასიანი ქაღალდების მეთოდოლოგიის შემუშავება, შეფასება და კალკულაცია.

 

განათლება:

 უმაღლესი, სტუდენტი.

 

საჭირო კომპეტენციები – ცოდნა/უნარები:

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ( Excel ) (ჩაითვლება პრიორიტეტად)
  • ენები: ინგლისური, რუსული
  • გუნდურობა;
  • დროის მენეჯმენტი;
  • ორგანიზებულობა;
  • ერთდროულად რამდენიმე საკითხზე მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 

 

უცხო ენა:

ინგლისური-ძალიან კარგად;

რუსული-ძალიან კარგად;

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 21 ივნისი, 2023