საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

“ეფეს საქართველო” (ლუდსახარში “ნატახტარი") Anadolu Efes-ის შვილობილი კომპანიაა. Anadolu Efes მე-5 ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიათა შორის. “EFES საქართველო“ უკვე 15 წელზე მეტია, რაც ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც ბაზრის ლიდერი.

 

„ეფეს საქართველო“ (ლუდსახარში „ნატახტარი“) - აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:

 

პოზიცია: ფინანსური სპეციალისტი

 

სამუშაო ადგილი: სოფ. ნატახტარი (ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია)

 

ძირითადი მოვალეობები:

• ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

• ხელმძღვანელის მიერ დავალებული სხვადასხვა რეპორტების მომზადება;

• მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების მომზადებაში მონაწილეობა;

• კრედიტორებისა და დებიტორების შეთანხმების პროცედურებში ჩართულობა;

• ყოველთვიური,კვარტალური და წლიური ფინანსური სისტემების დახურვის პროცესში მონაწილეობა.

• სამუშაო კაპიტალის შესახებ რეპორტების მომზადება (მარაგები, მოთხოვნები,ვალდებულებები )

• საბუღალტრო სისტემაში საბუღალტრო ჩანაწერების სიზუსტისა და სისრულის კონტროლი;

• ინფორმაციის წარდგენა შიდა და გარე აუდიტებისთვის.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება;

• ინგლისური ენის ცოდნა;

• სამუშაო გამოცდილება - სასურველია ორი წელი მსგავს პოზიციაზე;

• პრობლემის გადაჭრის უნარი;

• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;

• ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;

 

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

 

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

 

“ეფეს საქართველოს“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები „ეფეს საქართველოს“ მხრიდან დამუშავდება შრომითი ხელშეკრულების დადების მიზნით;

** „ეფეს საქართველო“ თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს შემდგომში შეთავაზების გაკეთების მიზნით.

 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: career@ge.anadoluefes.com .

 

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 28 ივნისი, 2023.