საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თუ ხარ სტუდენტი   

                                                                                            
და ეძებ საინტერესო შესაძლებლობას კარიერის დაწყებისა და განვითარებისთვის;


გიყვარს  და გსიამოვნებს ადამიანებთან კომუნიკაცია და გაინტერესებს ტექნოლოგიები 

 

IT მომსახურებისა და ციფრული ტრანსფორმაციის  საკონსულტაციო კომპანია SKYHI   

                                     Service Desk-ის პოზიციაზე გელოდებათ

 

       ამ პოზიციაზე შენი ფუნქცია-მოვალეობები იქნება

  • სხვადასხვა საკონტაქტო არხების  გამოყენებით (ელ-ფოსტა,ტელეფონი,ჩათი,SMS სისტემა) მომხმარებელთან  გამავალი და  შემომავალი კომუნიკაცის განხორციელება;
  • მომხმარებლის სამუშაო სისტემებში წარმოქმნილი ინციდენტებისა და მოთხოვნების შესაბამისი პროგრამული მართვა;
  • დაფიქსირებული ინციდენტებისა და მომხმარებლის მოთხოვნების,შესაბამისი     კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტა;
  • მომხმარებელთან შეთანხმებული მომსახურების პირობების (SLA) და კონფიდენციალურობის დაცვა;
  • მომხმარებლის მხრიდან მიღებული უკუკავშირისა და რეკომენდაციების აღწერა/დაფიქსირება; 
     

SKYHI-ში

  • ისწავლი კორპორაციულ გარემოში, თანამედროვე მომსახურების სტანდარტებს; მომხმარებლებისთვის საბაზისო IT საჭიროებების მოგვარებას შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში;
  • იმუშავებ ისეთ დინამიურ გარემოში, რომელიც  გამოწვევების  და მომავალი კარიერული განვითარების ფართო სპექტრს გთავაზობს;
  • გექნება მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
  • დასვენება, გართობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საქმე და მიზნებზე ორიენტირება, ამიტომ ჩვენთან გელოდება:
     

-        მეგობრული გუნდი;

-        ხალისიანი ურთიერთობები;

-        საინტერესო თავგადასავლები;

-        ულიმიტო სასაუბრო დრო და ინტერნეტი;

-        ჯანმრთელობის დაზღვევა;

 

თუ

სწავლობ ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბიზნეს ადმინისტრირების,  ან მომიჯნავე მიმართულებებზე

თავისუფლად შეგიძლია  ინგლისურ ენაზე წერა და კომუნიკაცია

 

ჩვენს გუნდში გელოდებით !

 

სამუშაო ადგილი:

ოფისი: ც.დადიანის გამზირი #7

 

შერჩევის ეტაპები:

  • რეზიუმეების გადარჩევა;
  • თვითშეფასების კითხვარი;
  • ონლაინ ინტერვიუ;
  • პირისპირი ინტერვიუ;

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული