საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network Limited- ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია Moore Abc, რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში, რომელსაც მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე აუდიტის დეპარტამენტში. (www.moore-georgia.ge)

 

აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network LImited- - წარმოდგენილია 112 ქვეყანაში 600-ზე მეტი ოფისით და 30,000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური  შემოსავალი შეადგენს 3.06 მილიარდი აშშ დოლარს (www.moore-global.com).

 

აუდიტის სტაჟიორი

თუ შენ: 

  • ხარ პროაქტიული
  • გამოწვევებით სავსე გარემოში გსურს მუშაობა
  • გიყვარს სწავლა და იღწვი მუდმივი განვითარებისაკენ
  • მიისწრაფი ყოველდღიური პროფესიული ზრდისკენ 
  • მომართული ხარ ახალი იდეების განხორციელებისკენ

 

ჩვენ გასწავლით როგორ მიაღწიოთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს!

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • მზარდ ანაზღაურებას;
  • უწყვეტ პროფესიონალურ ტრენინგებს;
  • პიროვნული განვითარებისა და სწრაფი სწრაფი კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს, სადაც გუნდური მუშაობა და იდეების გაზიარება არის წახალისებული;
  • ახლო სამუშაო კონტაქტს კლიენტებთან და უფროს აუდიტორებთან კარიერის ადრეული პერიოდიდან;
  • მხარდაჭერას, მიიღოთ საერთაშორისოდ აღიარებული ACCA ან სხვა მსგავსი კვალიფიკაცია.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • აუდიტის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით აუდიტის ჩაატარება;
  • აუდიტის გეგმით განსაზღვრული დავალებების შესრულება;
  • აუდიტთან დაკავშირებული სამუშაო დოკუმენტების შექმნა და შენახვა;
  • განსაზღვრული დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება;
  • აუდიტის ჯგუფის წევრებისა და აუდიტის მენეჯერისათვის აუდიტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
  • ქართული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
  • ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის საფუძვლების ცოდნა;

 

პიროვნული თვისებები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • სწრაფად ათვისების უნარი
  • ინტერესი ბუღალტერიის/ფინანსების/აუდიტის სფეროში
  • ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი
  • ყურადღება დეტალების მიმართ
  • კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი

 

დამატებითი ინფორმაცია:

  • სრული სამუშაო განაკვეთი (შესაძლებელია სამუშაო განაკვეთში უნივერსისტეტის გრაფიკის შეთავსება)
  • სტაჟირების პერიოდი 3-დან - 6 თვემდე
  • შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრების და ტესტირების ეტაპებს
  • სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორი დასაქმდება აუდიტორის ასისტენტის პოზიციაზე

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილი (სასურველია) 2023 წლის 20 ივლისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@moore.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ თანამდებობის დასახელება „აუდიტის სტაჟიორი“.