საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

BDO არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 200-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 164 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, BDO-ს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

 

BDO-ს გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს. მუდმივ სწავლებასა და განვითარებას, როგორც უშუალოდ სამუშაო პროცესში, ასევე BDO Academy-ს ტრენინგებით.

 

ბიზნეს სერვისებისა და აუთსორსინგის მიმართულება კომპანიებს უწევს საბუღალტრო და ფინანსურ საკონსულტაციო მომსახურებას. ბუღალტრის პოზიციაზე დასაქმებულ თანამშრომელს მოუწევს მის პორტფელში არსებული კლიენტი კომპანიებისთვის საბუღალტრო მომსახურების გაწევა.

 

ადგილმდებარეობა      ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი

ვაკანსიის დასახელება   უფროსი ბუღალტერი

სამუშაო საათები         სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი 

 

ფუნქცია/მოვალეობები:

• პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი

• სამუშაო ფაილების და მასთან დაკავშირებული პროცედურების მართვა

• ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება

• ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება

• კლიენტის საგადასახადო ოპერაციების მიმოხილვა და გადაწყვეტილების მენეჯერთან შეთანხმება

• სტატისტიკის დეპარტამენტში შესაბამისი ფორმების შევსება/კონტროლი

• ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების სრულად და ხარისხიანად მიწოდების უზრუნველყოფა

• საგადასახადო და ფინანსური აუდიტის შემთხვევაში პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და აუდიტორებისთვის მიწოდება მენეჯერთან/კლიენტთან შეთანხმდებით

• დაქვემდებარებული გუნდის მართვა

• პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ამოცანებისა და მენეჯერის მითითებების შესრულება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით

• ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება

• გუნდის მართვის გამოცდილება

• დეკლარაციების მომზადების გამოცდილება

• სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა(წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)

• სასურველია აუთსორსინგულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება

• სასურველია პროგრამა ბალანსში მუშაობის გამოცდილება

• ACCA სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად

• საოფისე პროგრამების ცოდნა

 

პიროვნული თვისებები:

• ეფექტური კომუნიკაციის უნარი

• მოლაპარაკების წარმოების უნარი

• გუნდის მართვის უნარი

• ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი

• დროის ეფექტურად მართვის უნარი

• ორგანიზებულობა

• პასუხისმგებლობის გრძნობა

• დეტალებზე ორიენტირებულობა

• ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან გაგვიზიაროთ Linkedin-ის პროფილი მისამართზე hr@bdo.ge . გთხოვთ, Subjectში მიუთითოთ „უფროსი ბუღალტერი“. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 12.07.2023

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს 5 წლის ვადით. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.

 

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინა სახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.