საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 04/07/2023 - 18/07/2023

სტუდენტთა დასაქმების პროგრამა: „სტუდენტები სტუდენტებისთვის“ ფარგლებში
ცხადდება ვაკანსია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, რომელიც ითვალისწინებს თსუ - ის
სტუდენტების მიერ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის აუდიო ფონდის გამდიდრებას.
უნივერიტეტის ბიბლიოთეკაში აუდიო სტუდია აშშ-ს საელჩოს დახმარებით შეიქმნა და
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე შშმ პირთათვის, კონკრეტულად კი,
უსინათლო სტუდენტებისთვის, სახელმძღვანელოებისა და მხატვრული ლიტერატურული
წიგნების ჩაწერას ითვალისწინებს, ასევე მათ ადაფტაციას საზოგადოებაში. ამასთან ერთად,
სტუდენტთა დასაქმების პროგრამა ხელს შეუწყობს არსებული აუდიო ფონდის გაზრდას,
რაც უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტისა თუ მიმართულების უსინათლო
სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროცესს გააადვილებს და უფრო ეფექტურს
გახდის.
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის
სახელობისთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიურ სტუდენტებს.
მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინეთ განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე
(დანართი 1), 2023 წლის 3 ივლისიდან 2023 წლის 7 ივლისის ჩათვლით 18:00 საათამდე
ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიუთითეთ
დასაქმება ბიბლიოთეკაში.
შერჩევა მოხდება აუდიო ჩანაწერის მოსმენის საფუძველზე.
აუდიო ჩაწერისათვის სტუდენტებს მიეცემათ ტექსტი ქართულ ენაზე და მის წასაკითხად
გამოეყოფათ დრო - 5 წუთი, აუდიო ჩაწერის დრო და თარიღი შეგატყიბინებთ წინასწარ.
შერჩეული სტუდენტების შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა, ანაზღაურების
ოდენობა დაზუსტდება შრომითი ხელშეკრულების გაფორმების დროს.