საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

 7 ივლისს 12:00 საათზე თსუ-ის უწყვეტი განათლების ცენტრის შენობაში (თსუ-ის პირველი კორპუსის ეზო) მმართველობითი საკონსულტაციო კომპანია "სინერჯი ჯგუფი" გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ პრაქტიკულ სემინარში (Work shop) თემაზე - რთული ამოცანების გადაწყვეტის მიდგომები (Problem-Solving);
შეხვედრა შედგება 3 ეტაპისგან:

I ეტაპი - სემინარი და პრაქტიკული მაგალითები - სინერჯი ჯგუფის მმართველი პარტნიორი მოგიყვებათ ძირითადი პრინციპების შესახებ;

II ეტაპი - ჯგუფური დავალებები;

III ეტაპი - პრეზენტაცია და განხილვა.

სემინარი ითვალისწინებს გამორჩეული კანდიდატებისთვის, შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადაყვანას და სამუშაო შეთავაზების გაკეთებას. (კვალიფიკაციის ასამაღლებელი სტაჟირების შესაძლებლობა - ზაფხული-შემოდგომის პერიოდი).

სემინარს გაუძღვება: პაპუნა ტოლიაშვილი "სინერჯი ჯგუფის" მმართველი პარტნიორი

ვორქშოფში მონაწილეობის მსურველები გთხოვთ დარეგისტრირდეთ ბმულზე, 6 ივლისის 15:00 საათამდე: https://forms.gle/fFA7UbbiCn6uZQKZ6
ადგილები შეზღუდულია, დასწრება შესაძლებელი იქნება შერჩეული კანდიდატებისთვის.