საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა.



ვეძებთ გუნდის ახალ წევრს კორპორატიული სამსახურის იურისტის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • გარიგებების პროექტების ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში მოლაპარაკების პროცესში ჩართვა;
  • კომპანიის საქმიანობაში წამოჭრილ პრობლემურ სამართლებრივ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების, რეკომენდაციების მომზადება;
  • საჭიროების შემთხვევაში „კომპანიის“ შიდა აქტების პროექტების მომზადება და უკვე მომზადებული პროექტების სამართლებრივი კუთხით შემოწმება;
  • „კომპანიაში“ შემოსული დელიქტური ვალდებულებებიდან გამომდინარე მოთხოვნების/პრეტენზიების სადაზღვევო კომპანიისთვის მიწოდება (ასეთის არსებობის/საჭიროების შემთხვევაში) და ინფორმაციის დამუშავება/სისტემატიზაცია;
  • „კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს ან/და ნებისმიერი სხვა მმართველობითი რგოლის სამართლებრივი მხარდაჭერა, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილების შესაბამისად;


 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მეოთხე კურსის სტუდენტი / უმაღლესი იურიდიული განათლება
  • ადვოკატთა ასოციაციის წევრი სამოქალაქო/საერთო მიმართულებით (სასურველია);
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა; ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

 

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

  • ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის ძლიერი უნარ-ჩვევები;
  • ინდივიალური და გუნდური მუშაობის უნარი;


სამუშაო ადგილი: თბილისი, სათაო ოფისი. მისამართი: მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-19:00 სთ

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge  არა უგვიანეს 2023 წლის 10 აგვისტოსა.
 

გთხოვთ,  საგანში ("subject")  მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

 

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.