საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სს „მისო ევრო კრედიტი“ (eurocredit.ge) არის ევროპული მოდელის საერთაშორისო კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. ევროკრედიტი წარმოდგენილია საქართველოს 6 დიდ ქალაქში 11 ფილიალით და მომხმარებლებს სთავაზობს ავტო სესხებს.

 

ევროკრედიტის გუნდი შედგება პროფესიონალებისგან, რომლებიც საქმის ექსპერტული ცოდნითა და დიდი გამოცდილებით გამოირჩევიან. კომპანიაში შექმნილია თავისუფალი გარემო, რაც თანამშრომლების ლოიალობასა და კეთილგანწყობას განაპირობებს.

 

მიკროსაფინანსო კომპანია სს „მისო ევრო კრედიტი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და მომსახურების  დეპარტამენტში მომსახურების ოფიცრის პოზიციაზე.

 

ადგილმდებარეობა: ქ. რუსთავი.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება და პროდუქტის შეთავაზება;
  • საკრედიტო განაცხადის მიღება/ანალიზი/დამუშვება;
  • სესხის პროგრამული რეგისტრაცია;
  • სესხის გაცემისათვის შესაბამისი პროცედურის უზრუნველყოფა;
  • პორტფელის მართვა/მონიტორინგი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ან ბიზნეს ადმინისტრირების განხრით (სასურველია).
  • საბანკო-საფინანსო სექტორში  მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 

 

დამატებითი უნარები:

  • ორგანიზებული;
  • ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  •  ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@eurocredit.ge;    

                                                               

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციისა და ქალაქის დასახელება.   

                    

შემდეგი ეტაპისთვის კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

 

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!