საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შპს ელვარე (www.elvare.ge) აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

 

ელექტრო კაბელების მწარმოებელი კომპანია "ელვარე" დაფუძნდა 2015 წელს. საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31,500 კვ.მ ფართზე.

 

კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 8 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება.

 

შპს "ელვარე" 2022 წელს პროდუქციის რეალიზაციის მოცულობით თავის სფეროში საქართველოს 3 უმსხვილეს საწარმოთა შორისაა წარმოდგენილი.

 

ვეძებთ მოტივირებულ, ზედმიწევნით ყურადღებიან და განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც  უზრუნველყოფს პროდუქციის (ელექტრო კაბელების) სტანდარტების შესაბამისად წარმოებას.

 

რას გააკეთებ?

  • ხარისხის მართვის პროცედურების შედგენა/მართვა;
  • ხარისხის მართვის გეგმის შემუშავება სტანდარტების მიხედვით;
  • პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის სპეციფიკაციების განსაზღვრა;
  • შემომავალი ნედლეულის კონტროლი;
  • ლაბორატორიის მიერ კაბელის შემოწმების სისტემის შემუშავება/დანერგვა/აღსრულების მონიტორინგი;
  • ნაწარმოები პროდუქციის ლაბორატორიული დასკვნების მიხედვით მაკორექტირებელი ღონისძიებების განსაზღვრა/კონტროლი;
  • ახალი პროდუქციის საწარმოებლად შესაბამისი სტანდარტების მოძიება და მოთხოვნების განსაზღვრა;
  • ლაბორატორიის აკრედიტაცია/აუდიტებში მონაწილეობის მიღება;
  • კომპანიის ხარისხის მართვის მენეჯმენტის სერტიფიკატების მენეჯმენტი.

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • სავალდებულოა უმაღლესი განათლება;
  • MS Office-ის სრულყოფილ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილ დონეზე ცოდნა;
  • ხარისხის მართვის მენეჯმენტის ან ლაბორატორიის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

 

გეძებთ შენ, თუ გაქვს:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • სხარტი და მოქნილი აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • როგორც გუნდურად, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო საათები:  ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 09:00 სთ.-დან – 18:00 სთ.-მდე;
  • კვება/ტრანსპორტირება;
  • სამ თვიანი საგამოცდო ვადის გასვლის შემდეგ ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი; ქვემო ალექსეევკის დასახლება.

 

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: info@nrg.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.