საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ორგანიზაციის შესახებ: 

კომუნიკაციების კომისია არის სატელეკომუნიკაციო სფეროს არქიტექტორი, ხელისუფლების ყველა შტოსგან დამოუკიდებელი უწყება, რომელიც იცავს მომხმარებლის უფლებებს, არეგულირებს მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებს, უზრუნველყოფს  კონკურენციას ამ ბაზრებზე და ზრუნავს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაზე, რათა უზრუნველყოს უფრო ეფექტური, კომფორტული და დროსთან შესაბამისობაში მყოფი კომუნიკაცია თითოეული მოქალაქისთვის. კომუნიკაციების კომისია, ასევე პასუხისმგებელია ქვეყნაში მედიაწიგნიერებს განვითარებაზე. 

 

კომუნიკაციების კომისიაში გამოცხადებულია კონკურსი იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის სტაჟიორის პოზიციაზე. ჯგუფის ფუნქციები გულისხმობს კომისიის საქმიანობის სამართლებრივი კუთხით მხარდაჭერას,  დავებისა და საჩივრების ადმინისტრაციულ წარმოებას, კომისიის მიერ სანქციების დაკისრებისა და კომისიის გადაწყვეტილებათა აღსრულების პროცესის კოორდინირებას და სხვ.

 

სტაჟირების შესახებ:

სტაჟიორის ფუნციები: სტაჟირების პერიოდში სტაჟიორი ჩაერთვება:

  • კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების პროცესში;
  • სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზისა და კომისიის ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფის პროცესებში
  • შედარებითსამართლებრივ კვლევებში.საჭიროებისამებრ, კომისიის იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის სხვა ფუნქციების შესრულებაში  დეპარტამენტის/ჯგუფის უფროსის, მენტორის დავალებების შესაბამისად.

 

სტაჟირების ვადა:

  • სტაჟირების ხანგრძლივობა - 6 თვე;
  • სამუშაო განაკვეთი - სრული (საჭიროების შემთხვევაში, სასწავლო განრიგთან ხელშეწყობით)

 

სტაჟირების სარგებელი:

  • გამოცდილ გუნდთან მუშაობით,  პროფესიული გამოცდილების მიღებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობა;
  • სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტაჟირების გავლის დამადასტურებელი ცნობა;  
  • დასაქმების შესაძლებლობის ზრდა.

 

სტაჟიორის ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრება 700-950 ლარის (დარიცხული) ფარგლებში.

 

აუცილებელი მოთხოვნაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

 

თუ აღნიშნული სტაჟირება თქვენთვის საინტერესოა, გთხოვთ, 25.07.2023-მდე გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად მისამართზე:  vacancy@comcom.ge

 

საკონკურსო განაცხადი სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

https://comcom.ge/ge/the-commission/vakansiebi/stajireba/iuridiuli-depatamentis-samartlebrivi-uzrunvelyofis-djgufis-stajiori.page

 

დაინტერესებული კონკურსანტები გაივლიან შემდეგ ეტაპებს:  საბუთების გადარჩევა, ტესტირება უნარებში, ზეპირი დავალება და გასაუბრება.

 

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ხელმეორე გასაუბრებაზე შესაძლოა დაბარებულ იქნას  აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.

 

გისურვებთ წარმატებებს!