საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რას ვსაქმიანობთ ჩვენ?

მომხმარებლებს სატელეფონო და დისტანციური საკომუნიკაციო არხებით ვემსახურებით უწყვეტ რეჟიმში, ვუწევთ კონსულტაციას, ვთავაზობთ საბანკო პროდუქტებს და საჭიროების შემთხვევაში ვუსრულებთ საბანკო ოპერაციებს.

 

ვის ვეძებთ?

ყველას - განურჩევლად წინა სამუშაო გამოცდილებისა, სპეციალობისა და ენების ცოდნისა.

 

სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 14:00-22:00

 

ანაზღაურება: დარიცხული 950 (-20%) + ყოველთვიური ბონუსი

 

თუ შენ:

  • გამოტივირებს სხვების დახმარება და მათთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნა;
  • თავს კომფორტულად გრძნობ სწრაფ, ცვალებად, მრავალფეროვან გარემოში;
  • ხარ კომუნიკაბელური, ღია, კეთილგანწყობილი ადამიანი;
  • დაინტერესებული ხარ გრძელვადიანი თანამშრომლობით;
  • ხარ გუნდური, სწრაფი, მოქნილი, ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
  • გაქვს ლოგიკური აზროვნება და კარგი მეხსიერება;
  • საბაზისო დონეზე ფლობ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს;
  • გსურს საბანკო საქმიანობის გაცნობა, სტაბილური სამსახური და განვითარება;

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • საბანკო პროდუქტების, პროცედურების და მომხმარებელთან ურთიერთობის თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს;
  • მხარდამჭერ, განვითარებასა და სწავლაზე ორიენტირებულ მეგობრულ გარემოს.

 

რა ეტაპებს გაივლი შერჩევის პროცესში?

  • რეზიუმეს საფუძველზე შესაბამისობის დადგენა ვაკანსიის მოთხოვნებთან
  • პირველადი სატელეფონო გასაუბრება
  • ინდივიდუალური გასაუბრება – კომპეტენციებისა დადგენა / შეფასება;
  • საბოლოო გასაუბრება დეპარტამენტის დირექტორთან.

 

გამოგვიგზავნე რეზიუმე და დაიწყე შენი კარიერა საქართველოს ბანკის სატელეფონო ცენტრში. შემოუერთდი ჩვენს დიდ გუნდს!

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 25 ივლისი, 2023.