საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 17/07/2023 - 25/07/2023

თუ ეძებ შესაძლებლობას, განავითარო შენი იდეები, მიიღო საინტერესო გამოცდილება და ისწავლო მსოფლიოს საუკეთესო კრეატიულ სკოლაში, საქართველოს ბანკი Miami Ad School Europe-თან ერთად სწორედ ამის შანსს გაძლევს.



მოიპოვე Miami Ad School Europe-ის კურსდამთავრებულის, ნიკა გუჯეჯიანის, სახელობის სტიპენდია და ისწავლე ამავე სკოლის Art Direction-ის ან Copywriting-ის 2-წლიან პორტფოლიო პროგრამაზე 100%-იანი დაფინანსებით .



როგორ მოიპოვებ სტიპენდიას?

  • გაეცანი ინფორმაციას ამ ბმულზე 
  • გაგზავნე საჭირო საბუთები
  • ჩააბარე 2 პროგრამიდან ერთ-ერთზე
  • სპეციალურად შექმნილი ჟიური შეარჩევს გამარჯვებულს


რა უნდა იცოდე Miami Ad School-ის შესახებ?

Miami Ad School-ი კრეატიული ინოვაციების, სტრატეგიული იდეების, კოპირაიტინგის, გრაფიკული დიზაინისა თუ ფოტოხელოვნების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სკოლაა მსოფლიოში.



განაცხადების მიღების დასრულების თარიღი: 25 ივლისი



შესაძლებლობები და გამოცდილება შენ გელოდება



დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ: info@miamiadschool.de