საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შპს "აქვა გეო" - მინერალური წყალი "სნო"-ს და გაზირებული მინერალური წყალი "კობი"-ს მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ფლობს თანამედროვე სტანდარტებისა და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ 2 ქარხანას სოფელ მისაქციელში და კობში. ჩვენ გთავაზობთ გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან ერთად მუშაობას.

 

კომპანია „აქვა გეო“ აცხადებს ვაკანსიას მიკრობიოლოგის პოზიციაზე

 

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ყაზბეგის რაიონი. სოფელი კობი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00

ანაზღაურება: განიხილება ინდივიდუალურად

დამატებითი ბენეფიტები: საცხოვრებელი, ტრანსპორტირება, სატელეფონო ლიმიტი, კვება, კორპორატიული დაზღვევა (სურვილისამებრ)

ვაკანტური ადგილი: 1

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ნედლეულის, დამხმარე მასალების, ქარხნის სანიტარულ ჰიგიენური მდგომარეობის კონტროლის, მანქანა დანადგარების რეცხვისა და დეზინფექციის ხარისხის, ასევე მზა პროდუქციის მიკრობიოლოგიური ანალიზებისა და საჭირო გამოთვლების დამტკიცებული პროცედურებისა და ინსტრუქციების მიხედვით ჩატარება;
  • მიკრობიოლოგიური გამოკვლევების შედეგების სამუშაო ჟურნალებში გაფორმება;
  • ლაბორატორიის ხელსაწყო-მოწყობილობებზე მუშაობა;
  • ლაბორატორიის მიკრობიოლოგიური ანალიზებისათვის განკუთვნილი ხელსაწყოების და საზომი აპარატურის მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება;
  • საანალიზო ნიმუშების დროულად და სათანადოდ (პროცედურის შესაბამისად) აღება, რეგისტრაცია და შესაბამისი ანალიზების ჩატარება ყველა იმ წერტილიდან, რაც მითითებულია ტექნოლოგიურ ინსტრუქციაში;
  • ხარისხის გაუმჯობესების სამუშაოებში მონაწილეობა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელი სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი მიკრობიოლოგის პოზიციაზე;

განათლება - აუცილებელი - პროფესიული განათლება (ბაკალავრი)

                        სასურველია -  პროფესიული განათლება  (მაგისტრატურა)

                        

პიროვნული უნარები:

  • ორგანიზებულობა
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდურობა/კოლეგიალურობა
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გადმოაგზავნეთ მისამართზე vacancy@aquageo.ge.

 

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. რეზიუმეების შენახვის მაქსიმალური ვადა არის 2 წელი. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

კომპანია „აქვა გეო“ გისურვებთ წარმატებას!