საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 18/07/2023 - 04/08/2023

ლოგიკმეტრი ორგანიზაციაა, რომელიც თანამედროვე მეთოდოლოგიასა და მიდგომებზე დაყრდნობით  ასწავლის მათემატიკას. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ბავშვებს არა მხოლოდ სკოლის პროგრამის უკეთ ათვისებასა და დაძლევაში, არამედ დამოუკიდებლად სწავლის უნარების გამომუშავებაში.

 

ჩვენ ვეძებთ ერთგულ და გამოცდილ მათემატიკის მასწავლებელს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს. როგორც მათემატიკის მასწავლებელს, მოგეთხოვებათ ჩაატაროთ გაკვეთილები, რომლებიც ავითარებს მოსწავლეთა თეორიულ და გამოყენებით უნარებს. ასევე, პასუხისმგებელი იქნებით საშინაო დავალების გაცემაზე, დავალებებისა და აქტივობების შეფასებაზე და სტუდენტების პროგრესის დოკუმენტირებაზე.



დამატებითი ინფორმაცია: center.logicmeter.com
Facebook: facebook.com/logicmeter



მთავარი პირობები:

განაკვეთი: შაბათი

სამუშაო საათები: შეთანხმებისამებრ.

ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციის, გრაფიკისა და პერიოდის გათვალისწინებით)
 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, პედაგოგიკის ან სხვა რელევანტური მიმართულებით;
  • მოსწავლეებთან მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება (სკოლაში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად);
  • სწავლების თანამედროვე დასავლური მეთოდოლოგიებისა და მიდგომების მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • კეთილგანწყობა, პოზიტიურობა, გაწონასწორებულობა;
  • კრეატიულობა;
  • გუნდურობა და ჯგუფის მართვა; 
  • ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
  • ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია მაღალ დონეზე
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • პუნქტუალურობა;
  • საუკეთესო სასწავლო პრაქტიკებისადმი ინტერესი, დანერგვის სურვილი და თვითგანვითარებაზე ზრუნვა
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები (Microsoft office).


დამატებითი პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

 

თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@logicmeter.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (მათემატიკის პედაგოგი) დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებთანაც ჩატარდება გასაუბრება.