საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კომპანია და მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" 2009 წლიდან ერთგულად ემსახურება მომხმარებელს, 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღეის მდგომარეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით 260-მდე ფილიალით და 1500-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენილი. კომპანიისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი ზრდა და განვითარება დღიდან დაარსებისა მთავარი ღირებულებაა.



კომპანია სუფთა სახლი გაყიდვების დეპარტამენტში ეძებს გუნდის ახალ წევრს პროდუქციის ხარისხის მართვის მენეჯერის პოზიციაზე.



ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 -18:00)
ანაზღაურება: კონკურენტული, განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
 

ფუნქცია-მოვალეობები:

** ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციასა და მომხმარებლის საჭიროებების დადგენის მიზნით ეფექტური კვლევების ჩატარება: ბაზრის კვლევა, ახალი პროდუქტის გამოვლენა, ანალიზი და რეკომენდაციის გაცემა;
** პროდუქციის ხარისხის სერტიფიკატებთან შესაბამისობის გადამოწმება, პროდუქტის ხარისხთან დაკავშირებული ყველა ტიპის დოკუმენტაციის სრულყოფაში მოყვანა, პროდუქციის ძირითადი მახასიათებელი თვისებების გამოკვეთა
** ძველი და ახალი ნომენკლატურის ხარისხობრივი შედარება.



ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ეკონომიკური ფაკულტეტის განხრით, განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც,
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა: Excel-ში რეპორტებისა და ანალიტიკური მონაცემის წარმოების გამოცდილება სავალდებულოა;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა, ვინაიდან კანდიდატს საქმიანი ურთიერთობებისა და კომუნიკაციის დამყარება მოუწევს საერთაშორისო პარტნიორებთან და მომწოდებლებთან
 

უნარ-ჩვევები:

** ანალიზის უნარი
** კრეატიული აზროვნება;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
** სტრესულ გარემოში ადაპტაციისა და ეფექტურად მუშაობის უნარი;
** სტრატეგიული აზროვნება;
** პასუხისმგებლიანობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge და გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი თანამდებობა "პროდუქციის ხარისხის მართვის მენეჯერის".



მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "სუფთა სახლი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.



ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.



გისურვებთ წარმატებას!