საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 18/07/2023 - 10/08/2023

„ TBC x USAID - ტექნოლოგიური განათლებისთვის “ პროგრამა  საინფორმაციო ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს გთავაზობთ სრულად დაფინანსებულ ონლაინ საგანმანათლებლო პრაქტიკულ კურსებს  სხვადასხვა ICT მიმართულებით. წარმატებულ კურსდამთავრებულებს ეძლევათ შესაძლებლობა დასაქმდნენ თიბისისა და მის პარტნიორ კომპანიებში.

 

მოგახსენებთ, რომ თიბისიმ USAID-თან თანამშრომლობით დაიწყო 2 წლიანი პროექტი - TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის. პროექტი ხელს შეუწყობს ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას და პროფესიონალი კადრების მომზადება/გადამზადებას, ჯამურად ცხრა ICT მიმართულებაზე.

 

ამჟამად მიღება გამოცხადებულია ორ კურსზე - ToT - ტრენერთა ტრენინგი (ტექნოლოგიების მიმართულებით სწავლა-სწავლების უნარების გაუმჯობესების მსურველთათვის) და iOS Development. სამომავლოდ მიღება გამოცხადდება კიდევ არაერთ მიმართულებაზე. კურსები არის სრულად დაფინანსებული.  მონაწილეობა შეუძლიათ პირებს 18 წლიდან. კურსები ჩატარდება ონლაინ. რეგისტრაცია მოცემულ ორ კურსზე მიმდინარეობს 10 აგვისტომდე.

 

პროექტზე, ისევე როგორც კურსებზე ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: https://www.tbcacademy.ge/usaid/