საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ძირითადი მოვალეობები:

• პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის შექმნა/შემოწმება/ბუღალტრული გატარება/დაარქივება;

• დებიტორების ბალანსის ყოველდღიური კონტროლი და შემოსული თანხების განსაკუთრებული სიზუსტით ასახვა საბუღალტრო პროგრამაში;

• კრედიტორებთან შედარების აქტების წარმოება (პერიოდულად);

• საანგარიშო თვის დადგენილ ვადებში დახურვა და მენეჯმენტისთვის მიწოდება;

• ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისთვის საჭირო პირველადი დოკუმენტების მოძიება და ასახვა;

• დასაბეგრი ოპერაციების განსაზღვრა და საგადასახადო კუთხით კომპანიის ფინანსური მდგომარეობის კონტროლი;

• ყოველთვიური დეკლარაციების წარმოება;

• საბუღალტრო საქმესთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის მიმართულებით ან ACCA-ის შესაბამისი კურსები;

• მსგავს პოზიციაზე მუშაობის მაქსიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;

• საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;

• ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა:

• საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის უნარი;

• MS პროგრამების ცოდნა. უნარ-ჩვევები:

• სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის და ორგანიზების უნარი, რათა დავალებული სამუშაო დედლაინის ფარგლებში შესრულდეს;

• ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

• პრობლემის აღმოჩენისა და გადაწყვეტის უნარი;

• გუნდური მუშაობის უნარი;

 

რა მოლოდინები უნდა გქონდეთ:

შპს მწვანე სკოლა-საბურთალო, როგორც იცით, საინვესტიციო კომპანია ჯიკაპის შვილობილია. შესაბამისად, განვითარების ტემპი საკმაოდ სწრაფია და მოკლე დროში დიდი გამოცდილების დაგროვებას შეძლებთ. იმუშავებთ ძალიან მეგობრულ, მიზანდასახულ და გამოცდილ გუნდთან ერთად, ვისგანაც შეძლებთ ბევრი ისწავლოთ და განვითარდეთ.

 

ამ პოზიციაზე მომუშავე ადამიანისთვის მთავარი მოთხოვნა არის მაქსიმალური სიზუსტით მუშაობა და სამუშაოს ისე დაგეგმვა, რომ დედლაინის ფარგლებში მოესწროს შესაბამისი დავალებები.

 

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის სამ ეტაპს:

1. კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეების მიხედვით;

2. გასაუბრება;

3. ტესტირება.

 

ანაზღაურება: შეთანხმებით.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: career@greenschool.ge და ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ “ვაკანსია ბუღალტრის პოზიციაზე“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი აპლიკაცია არ მიიღება მხედველობაში.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 25/08/2023