საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 06/11/2023 - 30/11/2023

შპს "აქვა გეო" - მინერალური წყლისს და გაზირებული მინერალური წყალი კობი-ს
მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ფლობს თანამედროვე სტანდარტებისა და უახლესი
ტექნოლოგიებით აღჭურვილ 2 ქარხანას სოფელ მისაქციელში და კობში. ჩვენ გთავაზობთ
გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან ერთად მუშაობას.
კომპანია აქვა გეო; აცხადებს ვაკანსიას მიკრობიოლოგის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
 სამუშაო ადგილი: ყაზბეგი, სოფელი კობი
 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 9:00-18:00
 ანაზღაურება: განიხილება ინდივიდუალურად
 დამატებითი ბენეფიტები: ტრანსპორტირება, საცხოვრებელი ადგილის უზრუნველყოფა,
სატელეფონო ლიმიტი, კვება, კორპორატიული დაზღვევა (სურვილისამებრ)
 ვაკანტური ადგილი: 1
 გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
 მიღებული და გაშვებული პორდუქციის და სხვა საჭირო მიკრობიოლოგიური ანალიზების და
გამოთვლების უზრუნველყოფა;
 ნედლეულის, დამხმარე მასალების, ქარხნის სანიტარულ ჰგიენური მდგომარეობის კონტროლის,
მანქანა დანადგარების რეცხვისა და დეზინფექციის ხარისხის, ასევე მზა პროდუქციის
მიკრობიოლოგიური ანალიზებისა და საჭირო გამოთვლების დამტკიცებული პროცედურებისა და
ინსტრუქციების მიხედვით ჩატარება;
 მიკრობიოლოგიური გამოკვლევების შედეგების სამუშაო ჟურნალებში გაფორმება;
 ლაბორატორიის მიკრობიოლოგიური ანალიზებისათვის განკუთვნილი ხელსაწყოების და საზომი
აპარატურის მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება;
 საანალიზო ნიმუშების დროულად და სათანადოდ (პროცედურის შესაბამისად) აღება, რეგისტრაცია
და შესაბამისი ანალიზების ჩატარება ყველა იმ წერტილიდან, რაც მითითებულია ტექნოლოგიურ
ინსტრუქციაში;
 ხარისხის გაუმჯობესების სამუშაოებში მონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველი სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი მიკრობიოლოგის პოზიციაზე;
** განათლება - აუცილებელი - ბაკალავრი (შესაბამისი მიმართულებით);
** სასურველი - მაგისტრატურა;
პიროვნული უნარები:
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდურობა/კოლეგიალურობა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გადმოაგზავნეთ მისამართზე vacancy@aquageo.ge

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის
თანახმად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის
მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება
თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების
მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე
შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური
ვაკანსიისთვის. რეზიუმეების შენახვის მაქსიმალური ვადა არის 2 წელი. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით
ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
კომპანია აქვა გეო გისურვებთ წარმატებას!