საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
კატეგორია:
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 07/11/2023 - 30/11/2023

კომპანია „ნიკორა“ 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია
ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი
კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით
მომხმარებელს  მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები,
ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას,
ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე
მეურნეობა. „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური
სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება,
გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა,
პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.


ნიკორა ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 8000-ზე მეტი
თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.
სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge

სს „ნიკორას“ შვილობილი კომპანია შპს „ნიკორა“ რომელიც ხორც პროდუქტების და ნახევარფაბრიკატების
მწარმოებელი კომპანიაა, აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის ასისტენტის პოზიციაზე:
სამუშაო ადგილმდებარეობა: ალ. მრევლიშვილის ქ. 2, ნიკორას სათაო ოფისი, თბილისი, ნაძალადევი
სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ 09:00-18:00 საათამდე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
 კომპანიის მარკეტინგულ ღონისძიებებში/პროექტებში ჩართულობა, მონაწილეობის მიღება და
შესაბამისი იდეების გენერირება;
 სარეკლამო სააგენტოებთან, სტამბებთან და სხვა კონტრაქტორებთან ურთერთობა;
 მარკეტინგთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართა და დაარქივება;
 მარკეტინგულ კვლევებსა და ანალიტიკაში ჩართულობა - მონაცემების შეგროვება, დამუშავება და
ანალიზი;
 მარკეტინგულ საქმიანობასთან დაკავშირებული ყოველდღიური დავალებების შესრულება;
 
ძირითადი მოთხოვნები:
 უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების/მარკეტინგის ან/და მომიჯნავე
მიმართულებით (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
 Photoshop/Illustrator ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
 ანალოგურ ან/და მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
 ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
 საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
 
 უნარ-ჩვევები:
 დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
 კრეატიულობა და ინოვაციურობა;
 ანალიტიკური აზროვნების უნარი;
 სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
 შედეგებსა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
 გუნდური მუშაობის უნარი.

 
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV
მისამართზე: jobs@nikora.ge  სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ
შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენს მიერ ზემოაღნიშნულ ელ.ფოსტზე გაგზავნილი რეზიუმე ;პერსონალურ მონაცემთა დაცვის
შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი
კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის
დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან
დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ
აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი.