საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
კატეგორია:
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 08/11/2023 - 30/11/2023

კომპანია Nexia Solutions წარმოადგენს მაღალხარისხიანი IT სისტემების, ERP და CRM
გადაწყვეტილებების, პროვაიდერს საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე.
კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ბიზნეს-პროცესების სისტემატიზირებული მართვის
განვითარებას, ხოლო მიზანი - ERP და CRM მიმართულებით არსებული უახლესი პროგრამული
გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომის ზრდა და საქართველოში ბიზნესის თანამედროვე
მართვის კულტურის დამკვიდრებაა.
დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ ვებ-გვერდზე: www.nexia.ge
კომპანია Nexia Solutions აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას გაყიდვების მიმართულებით.
ფუნქცია-მოვალეობები
• არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო ზარების განხორციელება;
• პოტენციური კლიენტებისათვის Nexia Solutions-ის სერვისების გაცნობა და მათთვის
შესაბამისი შეთავაზების მომზადება;
• შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციის ჩატარება;
• არსებული და პოტენციური კლიენტების ბაზების მართვა/განახლება;
• გაყიდვების რეპორტინგის წარმოება.
მოთხოვნები
• სასურველია რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე (B2) ცოდნა;
• საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
• გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
• დროის ეფექტურად მართვის უნარი;
• გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო ადგილი/გრაფიკი
• სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, მერაბ ალექსიძის 12, ბიზნეს ცენტრი „King David”
• სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე:
hr@nexia.ge გთხოვთ, ელექტრონული წერილის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ:
„ანაზღაურებადი სტაჟირება გაყიდვების მიმართულებით“.