საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 10/11/2023 - 17/11/2023

“ეფეს საქართველო” (ლუდსახარში “ნატახტარი") Anadolu Efes-ის შვილობილი კომპანიაა.
Anadolu Efes მე-5 ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიათა შორის.
“ეფეს საქართველო“ უკვე 15 წელია ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც ბაზრის ლიდერი.
“ეფეს საქართველო” (ლუდსახარში “ნატახტარი") აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:
პოზიცია: სტაჟიორი დაგეგმარების დეპარტამენტში
სტაჟირება არის ანაზღაურებადი და განკუთვნილია მხოლოდ სტუდენტებისთვის (სასურველია
დამამთავრებელი კურსის სტუდენტები).
სამუშაო ადგილი: თბილისი და სოფ. ნატახტარი (ნატახტარში ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია).
სამუშაო საათები: 09:00 – 18:00
ძირითადი მოვალეობები:
• ხელმძღვანელის მიერ დავალებული სხვადასხვა რეპორტების მომზადება;
• მონაცემების შეგროვება სხვადასხვა დეპარტამენტებისგან;
• თვის დახურვის პროცესისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება და შესაბამისი რეპორტების
წარმოება;
• გაყიდვების და მარაგების აღრიცხვა, შესაბამისი რეპორტების წარმოება;
• ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი
ფუნქციის შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება (უმჯობესია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ფინანსების ან ბიზნეს
ადმინისტრირების მიმართულებით);
• ინგლისური ენის ცოდნა (B2 საფეხური);
• MS Excel-ის ცოდნა (მაღალ დონეზე);
• სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• ანალიტიკური აზროვნების უნარი;
• ორგანიზებულობა, გუნდური, კომუნიკაბელური
აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას
ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია
ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი
ნიშნით.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა
შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
“ეფეს საქართველოს“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ:
** თქვენი პერსონალური მონაცემები „ეფეს საქართველოს“ მხრიდან დამუშავდება სტაჟირების ხელშეკრულების დადების მიზნით;
** „ეფეს საქართველო“ თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებულ
ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს შემდგომში შეთავაზების გაკეთების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ
რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: career@ge.anadoluefes.com
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 17 ნოემბერი.