საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 10/11/2023 - 24/11/2023

თუ გაინტერესებს ქართული და მსოფლიო ლიტერატურა, საბავშვო წიგნები ან
ბიზნესლიტერატურა, თავს მიიჩნევ მკითხველად და გამომცემლობაში მუშაობა გინდა, ეს
ვაკანსია შენთვისაა: გამომცემლობა პალიტრა  პროექტების ასისტენტს ეძებს.
გამომცემლობა პალიტრა L დაარსდა 2005 წელს, დღეს კი ქართულ საგამომცემლო სივრცეში
ყველაზე დიდ და წარმატებულ გამომცემლობას წარმოადგენს.
გამომცემლობა ორიენტირებულია ხარისხსა და სიახლეებზე. ჩვენ მკითხველს ჟანრობრივად
მრავალფეროვან ლიტერატურას, საკითხავის უდიდეს პალიტრას ვთავაზობთ. კლასიკურ
ლიტერატურასთან ერთად, აქტიურად გამოვცემთ თანამედროვე უცხოური პროზის თარგმანებს,
საბავშვო და ბიზნეს ლიტერატურას. ვცდილობთ, მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ ქართველ
მკითხველთან, მივცეთ საშუალება, თავად ჩაერთოს წიგნის შერჩევასა და საგამომცემლო
პროცესში, იკითხოს მხოლოდ საუკეთესო.

მოვალეობები:
 პროექტის თითოეული ფაზისა და ასპექტის დაგეგმვა და შესრულება;
 ახალი პროექტების კონცეფციების შექმნასა და დამუშავებაში მონაწილეობის მიღება;
 საჭიროებისამებრ პრეზენტაციების მომზადება;
 შეხვედრების ორგანიზება / დაგეგმვა, საქმიანი კორესპონდენციის მართვა;
 პროექტში დაინტერესებულ პირებთან ურთიერთობების დამყარება, მათი პროექტში
ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
 პროექტებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
 პროექტებისთვის დამახასიათებელი ეტაპების მართვა / კონტროლი (საავტორო
უფლებების მოპოვება, მთარგმნელის მოძიება, სარედაქციო, ფინანსური და იურიდიული
საკითხების მოგვარება).

მოთხოვნები:
 უმაღლესი განათლება / დამამთავრებული კურსის სტუდენტი;
 პროექტის მენეჯერის / ასისტენტის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
ჩაითვლება უპირატესობად;
 კომპიუტერის საბაზისო პროგრამების ცოდნა;
 ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
 ლიტერატურისადმი ინტერესი.

პიროვნული მახასიათებლები:
 განსაზღვრულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;
 ანალიტიკური აზროვნების უნარი;
 პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
 გუნდურად მუშაობის უნარი;
 ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
 შრომის მაღალი დისციპლინა.

პირობები:
სამუშაო გრაფიკი: სრული; 09:30-18:00 სთ.
ადგილმდებარეობა: თ. იოსებიძის ქ. 49.
გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge
subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ
განიხილება.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 24 ნოემბერი.
გისურვებთ წარმატებას!