საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 10/11/2023 - 30/11/2023

Magic Travels DMC გამორჩეული ისტორიისა და კულტურის მატარებელი საერთაშორისო ტურ
ოპერატორების შემომყვანი B2B კომპანიაა, რომელიც 1985 წელს დაარსდა და წარმატებით
აგრძელებს ინდუსტრიაში მოღვაწეობას,
Magic Travels DMC იწყებს უფასო ტრენინგს ტურიზმის მენეჯმენტის სტუდენტებისა და ახალი
კურსდამთავრებულთათვის, ასევე იმ ტურიზმით დაინტერსებეული იმ ადამიანებისთვის,
რომელთაც სურთ დაეუფლონ გიდის პროფესიას და ამ მიმართულებით გააგრძელონ კარიერა.
ეს უნიკალური შესაძლებლობა მონაწილეებს საშუალებას მისცემს მიიღონ ღირებული
უნარები, ცოდნა და გამოცდილება, რომელიც შემდგომში დაეხმარებათ ჰქონდეთ
წარმატებული კარიერა ტურიზმის სფეროში.
პროგრამა ისეა შედგენილი, რომ სტუდენტებმა გაიცნონ საქართველოს მდიდარი კულტურა,
ისტორია და გეოგრაფია, დაგეგმონ და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ტიპის ტურში, და
სამომავლოდ, საქართველოში მოგზაურ ტურისტებს განსაკუთრებული შთაბეჭდილებები
შეუქმნან.

მეჯიქ თრეველსის გიდების ტრენინგის პროგრამა არის ინტენსიური კურსი, რომელიც
დაიწყება 15 დეკემბერს და მისი ხანგრძლივობა იქნება 4 თვე, კვირაში 2-3 ჯერ.
ტრენინგი შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან. იმისათვის, რომ მონაწილემ
შეძლოს პრაქტიკული ნაწილის გავლა, აუცილებელი იქნება ჯერ თეორიული ნაწილის
წარმატებით დასრულება.

კურიკულუმი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
• საქართველოს გეორგრაფია და ისტორია - მონაწილეები შეისწავლიან საქართველოს
გეორგაფიულ მახასიათებლებს, მის მდიდარ ისტორიას და კულტურის ევოლუციას.
• ტურისტული მიმართულებები - სტუდენტები გაეცნობიან საქართველოს ყველაზე
პოპულარულ ტურისტულ ადგილებს, თითოეულის მნიშვნელობას და რატომ
შეიძლება მატი შეთავაზება ტურისტებისათვის.

• კულტურული ცნობიერების გაზრდა - ეს ნაწილი კონცენტრირდება საქართველოს წეს-
ჩვეულებებზე, ტრადიციებსა და სამზარეულოზე რათა გიდს გაუმარტივოს ცხოვრების

წესის წარდგენა ტურისტებისთვის.

აუცილებელი მოთხოვნაა, ინგლისურთან ერთად რომელიმე დამატებითი ენის ფლობა, მაგ:
• ფრანგული
• ესპანური
• იტალიური
• გერმანული
ტრენინგის დროს ჩატარდება შუალედური და საბოლოო გამოცდები. კურსის წარმატებით
დასრულების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი და კურსდამთავრებულებს შეეძლებათ
მუშაობა გააგრძელონ, როგორც მეჯიქ როუდზ ჯორჯიაში, ასევე დამოუკიდებლად.

რეზიუმეები გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე  recruiter@magic-dmc.com.