საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
კატეგორია:
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 12/01/2021 - 31/01/2021

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Ecovis Georgia აუდიტისა და სხვა მარწმუნებელი
მომსახურებების დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას უფროსი აუდიტორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
 კლიენტის  ძირითადი ბიზნეს პროცესების შესწავლის პროცესის ხელმძღვანელობა და 
წარმართვა კომპანიის მეთოდოლოგიის შესაბამისად;
 აუდიტის გეგმის შედგენამდე მეთოდოლოგიით განსაზღვრული დოკუმენტაციის
შექმნაში მონაწილეობის მიღება და კონტროლი;
 აუდიტის გეგმის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
 აუდიტორული მტკიცებულებების შექმნა-მოპოვებაში მონაწილეობის მიღება;
 აუდიტორების და სტაჟიორების საქმის ზედამხედველობა და ტრენინგი სამუშაო
პროცესში;
 დასკვნის გაცემამდე პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შექმნაში
მონაწილეობის მიღება;
 მენეჯერის/პარტნიორის მიერ პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების
შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
 კომპანიის მიერ დაგეგმილ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.
 საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
 მსგავს პოზიციაზე მუშაობის ან მინიმუმ ოთხწლიანი აუდიტორად მუშაობის
გამოცდილება;
 უმაღლესი განათლება;
 ACCA  პირველი ეტაპის სერთიფიკატი;
 ქართული და ინგლისური, რუსული სასურველია საბაზისო დონეზე;
 საოფისე პროგრამები  (პრიორიტეტულია ექსელის ფლობა მაღალ დონეზე)
 აუდიტის საერთაშორისო  სტანდარტებში პრაქტიკული ცოდნა;
 ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან მუშაობის გამოცდილება და
ხშირად გამოყენებადი სტანდარტების მაღალ დონეზე ფლობა;
 ანალიტიკური აზროვნება;
 ეფექტური კომუნიკაციის უნარები და აზრის გასაგებად გადმოცემა;
 გუნდური მუშაობა;
 კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტური გამოსავლის მოძიება;
 ინიციატივის საკუთარ თავზე აღების და განვითარების სურვილი.

დამატებითი ინფორმაცია:
 სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე
 სამუშაო საათები: 10:00 – 19:00
 ანაზღაურება: შეთანხმებით
 ვაკანტური პოზიცია: 1
 სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქ., #11 (თბილისის ბიზნეს ცენტრი)

დასაქმების შემთხვევაში გთავაზოვთ:
 Ecovis Georgia გთავაზობთ სასიამოვნო, ჯანსაღ, კონკურენტულ და სტაბილურ სამუშაო
გარემო-პირობებს;
 კონკურენტუნარიან და წამახალისებელი სახელფასო განაკვეთს;
 კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას;
 თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რისი მეშვეობითაც თქვენ
გეძლევათ შესაძლებლობა გააძლიეროთ თქვენი უნარები და გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა;
 პროფესიული სწავლების დაფინანსებას;
 სამედიცინო დაზღვევას;
 სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ინტელექტუალური აქტივობების დაფინანსებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ
მისამართზე: career@ecovis.ge.
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: www.ecovis.ge