საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პოზიციის დასახელება   -   სპეციალისტი (შრომითი ხელშეკრულება) ქობულეთის იუსტიციის სახლში

 

კონკურსის ტიპი   -    გამარტივებული კონკურსი

 

ორგანიზაცია   -   სსიპ - იუსტიციის სახლი

 

კატეგორია  -  მომსახურება

 

განცხადების ბოლო ვადა  -  19.11.2023

 

თანამდებობრივი სარგო:  1210 ლარი

 

ადგილების რაოდენობა  -  1

 

სამსახურის ადგილმდებარეობა   -  ქობულეთი

 

სამუშაოს ტიპი   -  სრული განაკვეთი

 

გამოსაცდელი ვადა  -  6 თვე

 

ფუნქციები

• მომხმარებელთა მომსახურება, მათთვის სათანადო კონსულტაციის გაწევა, მათ მიერ მოთხოვნილ სერვისებზე განცხადებების მიღება, დამზადებული დოკუმენტების უფლებამოსილ პირებზე გადაცემა, პარტნიორი ორგანიზაციების შესაბამისი სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განმარტება;

• მომსახურების პროცესში მიღებული განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების მოწესრიგება, სკანირება, შესაბამის ელექტრონულ პროგრამებში ატვირთვა და უფლებამოსილი ორგანიზაციისათვის გადაგზავნა. დასკანერებული დოკუმენტების ბაინდერებში განთავსება, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაბამისი უწყებისათვის გადაცემამდე;

• ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდის (მატერიალური ასლის) ხელმოწერითა და სსიპ იუსტიციის სახლის შტამპით დამოწმება;

• დამზადებული დოკუმენტებისა და მკაცრი აღრიცხვის ბლანკების დაცულობის უზრუნველყოფა;

• სამუშაო პროცესის დაწყება/დასრულებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო პროცესების უზრუნველყოფა (იუსტიციის სახლის გახსნა/დაკეტვა, სიგნალიზაციის ჩართვა/გამორთვა);

• უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

 

მოთხოვნები

მინიმალური განათლება ბაკალავრი

სამუშაო გამოცდილება 6 თვე

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული