პოზიციის დასახელება - სპეციალისტი (შრომითი ხელშეკრულება) ჩხოროწყუს იუსტიციის სახლში
კონკურსის ტიპი - გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია - სსიპ - იუსტიციის სახლი
კატეგორია - მომსახურება
განცხადების ბოლო ვადა - 19.11.2023
თანამდებობრივი სარგო: 1210 ლარი
ადგილების რაოდენობა - 1
სამსახურის ადგილმდებარეობა - ჩხოროწყუ
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა - 6 თვე
ფუნქციები
• მომხმარებელთა მომსახურება, მათთვის სათანადო კონსულტაციის გაწევა, მათ მიერ მოთხოვნილ სერვისებზე განცხადებების მიღება, დამზადებული დოკუმენტების უფლებამოსილ პირებზე გადაცემა, პარტნიორი ორგანიზაციების შესაბამისი სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განმარტება;
• მომსახურების პროცესში მიღებული განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების მოწესრიგება, სკანირება, შესაბამის ელექტრონულ პროგრამებში ატვირთვა და უფლებამოსილი ორგანიზაციისათვის გადაგზავნა. დასკანერებული დოკუმენტების ბაინდერებში განთავსება, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაბამისი უწყებისათვის გადაცემამდე;
• ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდის (მატერიალური ასლის) ხელმოწერითა და სსიპ იუსტიციის სახლის შტამპით დამოწმება;
• დამზადებული დოკუმენტებისა და მკაცრი აღრიცხვის ბლანკების დაცულობის უზრუნველყოფა;
• სამუშაო პროცესის დაწყება/დასრულებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო პროცესების უზრუნველყოფა (იუსტიციის სახლის გახსნა/დაკეტვა, სიგნალიზაციის ჩართვა/გამორთვა);
• უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები
მინიმალური განათლება ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება 6 თვე
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული