საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 13/11/2023 - 11/12/2023

"TNET" წარმოადგენს თიბისი ჯგუფში შემავალ ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კომპანიას, როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის მასშტაბით.



"თინეთი" 10 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას აერთიანებს. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და ჯამში საქართველოს ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს მოიცავს.



"თინეთში" შემავალი ციფრული პლატფორმები (myauto.ge; myhome.ge; mymarket.ge; myparts.ge; myshop.ge vendoo.ge; swoop.ge; tkt.ge; livo.ge; saba.com.ge, super app) მომხმარებელს მომსახურებას 4 ძირითადი მიმართულებით სთავაზობს: Lifestyle, ელექტრონული კომერცია, ავტო და უძრავი ქონება.



ჩვენს გუნდში ვეძებთ გაყიდვების ოპერატორს!



სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშ.-პარ. 10:00-19:00

ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაცია;
** გამავალი ზარების განხორციელება მომხმარებლებთან პროდუქტის შეთავაზების მიზნით;
** მომხმარებლების ბაზის მართვა;
** კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა, მათთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** პრობლემის არსებობის შემთხვევაში ყველა შესაძლო ალტერნატივის მოძიება, მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული გადაწყვეტილების/ალტერნატივის შეთავაზება.

ძირითადი მოთხოვნები:
** ქართულ ენაზე გამართული წერისა და მეტყველების უნარი;
** მომსახურების/გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა სასურველია.



თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გსურთ, იმუშაოთ ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიურ კომპანიაში, მოქნილ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში, მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@tnet.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.