საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. ჩვენ ფინანსური სურვილების შემსრულებელი გუნდი ვართ. ჩვენ ვქმნით არა იმას, რაც ჩვენ მოგვწონს, არამედ იმას - რაც შენ მოგწონს.

 

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

 

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდის დახმარებით ვახერხებთ. ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, თუმცა შეცდომების დაშვების არ ეშინია. ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის, რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, მომხმარებელს რა სჭირდება.

 

სამუშაოს აღწერილობა

თიბისი ბანკის ადამიანური კაპიტალის ოპერაციების და ანალიტიკის განყოფილება მართავს თანამშრომლების გამოცდილებას ბანკის მასშტაბით ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო როგორიცაა: თანამშრომელთა ოპერაციები, ხელშეკრულებების მენეჯმენტი, პოლიტიკა და პროცედურების მენეჯმენტი, გარე და შიდა შესაბამისობის რისკების მართვა შრომითი ურთიერთობის სრულ ციკლში, თანამშრომელთა ანაზღაურების და ბენეფიტების მართვა, შიდა და გარე ანგარიშგება და რეპორტინგი. ამ მიმართულებაში ჩართულ თანამშრომლებს ექნებათ საშუალება განიცადონ როტაცია თემებზე და საკითხებზე, მოიცვან და მართონ რამდენიმე პროცესი და საკითხი. სტაჟიორის პოზიცია მოიცავს შემდეგ საკითხებში ჩართულობას.

 

ფუნქციები:

  • პროგრამაში აპლიკანტების დარეგისტრირება;
  • თანამშრომლის პირადი საქმის ადმინისტრირება;
  • თანამშრომლის პირადი ინფორმაციის პროგრამულად ასახვა/საჭიროების შემთხვევაში განახლება;
  • საჭიროების შემთხვევაში პოლიტიკისა და ოპერაციების გუნდის ასისტენტის მხარდაჭერა შემდგომ საკითხებში: თანამშრომელთა სხვადასხვა ტიპის შვებულების დარეგისტრირება, ცნობების მომზადება,  ხელშეკრულებების ადმინისტრირება/დაარქივება.

 

პასუხისმგებლობა:

  • მთავარი და დამატებითი ფუნქციების ზუსტი, დროული შესრულება და უზრუნველყოფა.

 

კვალიფიკაცია:

  • განათლება  - სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში;
  • HR ოპერაციების და ადმინისტრირების მიმართულებით გამოცდილების მიღების და მუშაობის სურვილი;  

 

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • პასუხისმგებლიანი - მაღალი პასუხისმგებლობის უნარი, კარგად ესმის რა არის მიზანი და სრული მობილიზებით მუშაობს მიზნების მისაღწევად.
  • დეტალებზე ფოკუსირებული - შესწევს უნარი დააიდენტიფიციროს მცირე უზუსტობები და ხარვეზები, რომლებიც პოტენციურად შეიძლება იწვევდეს რაიმე პროცესში რისკს.
  • ორგანიზებული - შესასრულებელი სამუშაოს სწორად გადანაწილების უნარი, პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით.
  • ენერგიული, ხალისიანი - ადამიანებთან მუშაობის ხალისი, მოცულობითი სამუშაოს სწრაფად შესრულების ენერგია.
  • გუნდური - გუნდთან ერთად მუშაობის/თანამშრომლობის შესაძლებლობა და სურვილი.

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული