საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს სტაჟირებას ინფორმაციული
ტექნოლოგიების დეპარტამენტში (IT)
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სააგენტოს
მიზანია შესაბამისი პირებისათვის სანდო და მაღალი ხარისხის მომსახურების
უზრუნველყოფა, უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის,
საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ
სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების
და სამისამართო რეესტრების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების)
რეესტრისა და მუნიციპალიტეტების რეესტრის წარმოება და შესაბამისი ინფორმაციის
ხელმისაწვდომობა.

დაინტერესებულ პროგრამისტებს (ასევე სამუშაო გამოცდილების არმქონე სტუდენტებსაც,
რომლებიც სწავლობთ ამ პროფილით) გთავაზობთ უნიკალურ შანსს პრაქტიკაში გამოიყენოთ
და განავითაროთ თქვენი უნარ-ჩვევები, ასევე უშუალოდ გაეცნოთ თუ რა ტიპის პროექტებთან
აქვთ შეხება საჯარო რეესტრში დასაქმებულ IT დეპარტამენტის თანამშრომლებს, რათა
შემდეგ შესაბამისად დაგეგმოთ თქვენი მომავალი განათლება და სპეციალიზაცია.
ძირითადი მოვალეობები:
** სტაჟირების განმავლობაში შესასწავლი მასალის ათვისება და შესაბამისი ტესტირებისთვის
მომზადება
** IT დეპარტამენტის თანამშრომელთა მხარდაჭერა მიმდინარე პროექტების შესრულებაში.

მოთხოვნები:
** სწავლისა და განვითარების სურვილი
** დაკვირვებულობა და დეტალების მიმართ ყურადღება
** გუნდში მუშაობა და გუნდის წევრებთან ეფექტური ურთიერთობა
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა
** დაკისრებული მოვალეობების ხარისხიანად და სათანადოდ შესრულება
სხვა:
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
** სასურველია საბაზისო მათემატიკის ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:
**ბაკალავრის ხარისხი (ან სტუდენტი) საინფორმაციო
ტექნოლოგიების/კომპიუტინგი/ინფორმატიკის, კომპიუტერული მეცნიერებების,
კომპიუტერული ინჟინერიის ან მონათესავე სფეროში.

წარმატებულ სტაჟიორებს ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ ჩვენთან.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარმოადგინონ რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით - "IT
Intern" - შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@napr.gov.ge
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.