საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
კატეგორია:
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 20/01/2021 - 20/02/2021

კომპანია "ვესტ ინვესტი" დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთერთ უმსხვილეს
სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 100 - მდე დასახელების უმაღლესი
ხარისხის ხორცპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებსა და ზეთს, რომლებიც იწარმოება
საუკეთესო ქარხნების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:
• რეალიზაციის სტატისტიკის წარმოება;
• ფინანსური მონაცემების ანალიზი და ფინანსური მოდელების შექმნა;
• მიმდინარე და გრძელვადიანი ბიუჯეტირება, ფინანსური მოდელისათვის მონაცემების
მომზადება;
• გეგმის შესრულების ანალიზი;
• ფინანსური აუდიტის პროცესში მონაწილეობის მიღება;
• მენეჯმენტისთვის სხვადასხვა რეპორტის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება/ფინანსები) ან/და დამამთავრებელი კურსის
სტუდენტი;
• მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
• საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა.

უნარ–ჩვევები:
• პასუხისმგებლობის გრძნობა;
• ანალიტიკური აზროვნება;
• დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო პირობები:
• სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
• სამუშაო საათები: 09:30-18:00 საათი
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ
მისამართზე: hr@wi.ge
გისურვებთ წარმატებებს!